სიურპრიზი ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისა და საქართველოს რკინიგზისგან!

დარეგისტრირდით უფასო მატარებელზე JAZZ EXPRESS და წამოგვყევით ფესტივალზე!


მათ, ვინც ჯაზ ფესტივალზე წასასვლელად ემზადებით და გაქვთ თუნდაც ერთ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, TBC STATUS და საქართველოს რკინიგზა სიურპრიზს გიმზადებთ.
23 ივლისს თბილისიდან ბათუმში მატარებლის სპეციალური რეისი TBC JAZZ EXPRESS გავა.


ეს იქნება სიურპრიზებით სავსე, ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მგზავრობა ბათუმში. ჩვენთან ერთად გამგზავრების მსურველებს გთხოვთ, სასწრაფოდ დარეგისტრირდეთ თიბისი ბანკის ფეისბუკის გვერდზე სპეციალურ აპლიკაციაში, http://on.fb.me/1OqPFVC . ადგილები შეზღუდულია!


JAZZ EXPRESS-ის ჩქაროსნული რეისი რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 23 ივლისს 09:40-ზე დაიძვრება და ბათუმში 15:40-ზე ჩავა. JAZZ EXPRESS -ით მგზავრობა უფასოა.
წამოგვყევით ფესტივალზე JAZZ EXPRESS -ით, თქვენ გელით სახალისო მგზავრობა!

კომენტარი