სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო სახლი - ინგლისური ენის შესწავლა

საერთაშორისო სახლი www.ihtbilisi.ge უცხო ენების სასწავლო ცენტრია. იგი გამოირჩევა ინგლისური ენის სწავლების მაღალი დონით. ცენტრში კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან. სწავლება თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს. აქცენტი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ეთმობა.

გსურთ შეისწავლოთ ინგლისური ენა? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. საერთაშორისო სახლი უზრუნველყოფს ინგლისურის სწრაფად და ხარისხიანად შესწავლას.

საერთაშორისო სახლში ზოგადი ინგლისურის შესწავლა დონეების მიხედვით ხდება. სულ არის 8 დონე და სწავლა 4 თვე გრძელდება. საწყის დონეზე სწავლა 2 თვე გრძელდება. ცენტრში მოქმედებს საბავშვო კლასი, სადაც ბავშვებს 6 წლის ასაკიდან იღებენ. ასევე ფუნქციონირებს პროფესიული ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჟურნალისტიკის, მედიცინის და ფინანსების სფეროებში. მოქმედებს ბიზნეს ინგლისურის კურსები. საერთაშორისო სახლი მასწავლებლებსაც სთავაზობს სპეციალურ ტრენინგებს.

ენის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ცენტრის ვებგვერდზე www.ihtbilisi.ge გაიარონ ენის ცოდნის დასადგენი ტესტი და აირჩიონ სასურველი სასწავლო კურსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100