გალტ & თაგარტმა მიიღო Global Finance -ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“

თბილისი, 1 მაისი, 2015 - გალტ & თაგარტმა დღეს განაცხადაGlobal Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიღების თაობაზე. ჟურნალმა GlobalFinance, მე-16-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია,რეპუტაცია და სხვა.

„მხოლოდ მიმდინარე წელს, გალტ & თაგარტმა შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა დაIFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ისევე როგოროც„m2 უძრავი ქონების“ობლიგაციებისგამოშვებაში, რომელიც გახლდათ ყველაზე მსხვილი საჯარო ფიქსირებული შემოსავლის მქონე განთავსება საქართველოში ამ დრომდე. ხსენებული პრესტიჟული ჯილდოს მიღება არის გალტ & თაგარტის წამყვანი როლის აღიარება, საქართველოში კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში,“ განაცხადაგალტ & თაგარტის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Global Finance დაფუძნდა 1987 წელს, უშვებს 50,050 ეგზემპლარს და ყავს მკითხველი 180 ქვეყანაში. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებსიღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

სს გალტ & თაგარტის შესახებ:

სს გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.

კომენტარი