სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებს ექსპერტები შეაფასებენ

17 მარტს, 11: 00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ (სიპი) ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ბიზნესთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრებენ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე და იურისტი იმედა დვალიძე.

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის არასაკმარისობასა და ამ მხრივ ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობის საკითხებზე. ასევე განიხილება საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის ადექვატურობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და საფასო ტენდენციებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის გახშირებული საგადასახადო შემოწმებები და შემოწმების პროცესის ვადების მნიშვნელოვანი ზრდა ბარიერებს უქმნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100