სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია და მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია ჟურნალისტებთან ერთად განახორციელა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ამ საკითხისადმი მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, დღეს, 12 მარტს, 11 საათზე გაიმართა მედია სემინარი, რომელზეც ჟურნალისტებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს.

სემინარი გახსნა და ჟურნალისტებს მიესალმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ბ-ნი თენგიზ კალანდაძე. მან ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე 2015-2020 წლების განმავლობაში და ამ სტრატეგიის პროგრამაზე - „სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, მის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ლაშა ავალიანმა ჟურნალისტებს წარუდგინა პრეზენტაცია „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაცია“ და დაწვრილებით ესაუბრა ამ თემაზე.

სემინარის დასასრულს მოეწყო მედიატური ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციისა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის ინფორმირებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მომავალშიც გამართავს მედიასემინარებსა და მედიატურებს.

დამატებითი ინფორმაცია

„ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია” არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 – 2020 წლების განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზნებია: ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ზოონოზური დაავადებებისაგან, გლეხური და ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის დანერგვა.

ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წლის მანძილზე დაგეგმილია 5 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ასევე 2 დაავადებაზე ლაბორატორიული კვლევის პროცესი. ბოლო წლებში ქვეპროგრამის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება ვაქცინაცია და 2014 წლის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: ჩატარდა 130,000-ზე მეტი კვლევა ბრუცელოზზე; დაავადება თურქულზე აიცრა 1,600,000-ზე მეტი მსხვილფეხა და 1,000,000-ზე მეტი წვრილფეხა პირუტყვი; ცოფზე აიცრა 240,000 კატა და ძაღლი; ჯილეხზე აიცრა 400,000 მსხვილფეხა, 550,000 წვრილფეხა პირუტყვი და 5,000 ცხენი.

სტატისტიკური მონაცემები 2010 – 2014 წლების მიხედვით აცრებისა და ბრუცელოზზე კვლევის შესახებ:

სურსათის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლაბორატორიულ კვლევებს. დაავადების საეჭვო შემთხვევების გამოვლინებისას ჩატარდება ცხოველებიდან აღებული შესაბამისი მასალის (სისხლი, ნაცხი, ქსოვილი და სხვა) ლაბორატორიული კვლევა სხვადასხვა დაავადებების სადიაგნოსტიკოდ (მათ შორის ზოონოზურ დაავადებებზე); შედეგად მოხდება ამა თუ იმ დაავადებების დადასტურება ან უკუგდება და შესაბამისი ღონისძიებების დროული და კვალიფიციური დაგეგმვა-განხორციელება;

აქტიურად მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროცესიც. 2012-2014 წწ განხორციელდა 1,292,754 სული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია საყურე ნიშნით. მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ 350,000 სული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომების რეგისტრაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზის დანერგვა, იდენტიფიცირებული საქონლის რეგისტრაცია და პასპორტიზაცია; ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროცესი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის სრულყოფისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100