სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანადაძე: „ლუდზე აქციზის გაზრდით ვიზარალებთ ჩვენც, სახელმწიფოც და ბიუჯეტიც“

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“-მ („სიპი“) ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ეკონომიკის ექსპერტებმა ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ ისაუბრეს.

ლუდთან მიმართებაში აქციზის ზრდა დიდი რისკის შემცველია. აქციზის გადასახადის მატება ნეგატიურად აისახება, როგორც ლუდის მოხმარებაზე ისე ლუდის წარმოებაზე. ლუდის მომხმარებელთა წესის და კულტური ცვლილება ლუდის მწარმოებლებს გარკვეულ ზარალს აუცილებლად მოუტანს. ლუდის ბაზარი, ლუდის წარმოება და თავად ლუდი ძალზე ელასტიური პროდუქტია და ნებისმიერი საგადასახადო ცვლილება ლუდის მოხმარების რაოდენობაზე მაშინვე აისახება. განსხვავებით სიგარეტისგან, რომელზეც ფასის ცვლილება მწეველთა ქცევაზე ნაკლებ გავლენას ახდენს.

უპირველეს ყოვლისა ვიზარალებთ ჩვენ, იზარალებს სახელმწიფო, იზარალებს ბიუჯეტი, იზარალებს ის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს და წარმატებულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩნდება რისკი, რომ ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან შემცირდეს ბიუჯეტში გადასახადები, შემცირდეს სამუშაო ადგილები, რომლის გენერირებასაც ლუდის ბაზარი ახორციელებს და ექსპორტ - იმპორტის ლუდის ბალანსი, უცხოური ლუდის სასარგებლოდ დირღვევა.“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანასთან სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა, მაგრამ ლუდის წარმოებელთა განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება არც გონივრულია და არც სამართლიანი. იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომ არ მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციის და გონივრული ვადის მიცემის გარეშე. დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია (დიდი ბრიტანეთ, ფინეთი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100