სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის წინასაახალწლო შეთავაზება მათ ვისაც სურს ახალი ბინის, მანქანის თუ ტექნიკის შეძენა

თბილისი, 2 დეკემბერი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს წინასაახალწლოდ იპოთეკური და ავტოსესხით, ასევე განვადებით სარგებლობისას, დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს. 1 იანვრამდე, მომხმარებელი შეძლებს გამარტივებული პროცედურით ისარგებლოს იპოთეკურ სესხზე და ამასთან, მიიღოს სასაჩუქრე ვაუჩერი სესხის თანხის 3%-ის ოდენობით. რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს მას, წინასაახალწლოდ, შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთები, ავეჯი, ელექტროტექნიკა, აქსესუარები თუ პარფიუმერია, საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში.

მომხმარებელს, ვისაც სურს ახალ წელს სრულიად ახალი მანქანით შეხვდეს, საქართველოს ბანკი უნიკალურ პირობებს სთავაზობს ავტოსესხზე. 1 იანვრამდე, ავტოსალონიდან, წამყვანი საავტომობილო ბრენდების მოდელებიდან სასურველი მანქანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადაიხდის ყველაზე ნაკლებ ყოველთვიური გადასახადს, საჩუქრად მიიღებს მანქანის დაზღვევას და ფასდაკლებას საწვავზე. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს 500-დან 3 500 აშშ დოლარამდე თანხა.

მათაც ვისაც სურს განვადებით სარგებლობა, საქართველოს ბანკი დამატებით შესაძლებლობას აძლევს წინასაახალწლოდ. ის, ვინც 1 იანვრამდე ისარგებლებს, საქართველოს ბანკის მომენტალური განვადებით, ბანკის პარტნიორ მაღაზიებში განთავსებულ ბანკის წარმომადგენლებთან, დამატებით მიიღებს 500 ლარამდე ავტომატურად დამტკიცებულ სესხს, უფრო მეტი საახაალწლო საჩუქრების შესაძენად. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების წერტილების ქვეყანაში ერთ–ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს.

იპოთეკურ, ავტო სესხსა და განვადებაზე წინასაახალწლო შეთავაზების შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ipo.ge;www.ganvadeba.com; www.newauto.ge

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%) მიხედვით (2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 206 სერვისცენტრის, 510 ბანკომატისა და 2,038 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100