სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარის“ 2014 წლის ანგარიში

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ (კოსტავას ქ. #14) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიება, რომლის დროს ფონდის, კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სტუმრებს 2014 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე და აცნობებებნ საზოგადოებას ფონდში თანხის შეგროვების მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ ფონდის ფსიქოლოგთა გუნდის წევრები, ადგილობრივი პარტნიორები და ბენეფიციარები.

„ფონდი ნატახტარი“ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შექმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდების დახმარების სხვადასხვა პროგრამებს კი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ახორციელებს. „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ფართო ჩართულობას საქველმოქმედო პროცესში. ყოველ წელს, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან თანხა ფონდში გადაირიცხება. თანხის რაოდენობა ბოთლის მოცულობის შესაბამისად, 0, 33 ლ. 0.5 ლ. 1ლ. და 2ლ. 1, 3 და 5 თეთრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100