სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ხაზარაძე - წლის მეწარმე 2014

„წლის მეწარმის“ ტიტულის პირველი ქართველი მფლობელი მამუკა ხაზარძე (თიბისი ჯგუფი) გახდა - ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კონკურსის „წლის მეწარმე-2014“-ის გალა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

კონკურსი „წლის მეწარმე“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „EY საქართველოს“ ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა.

„დიდი მადლობა „EY საქართველოს" ორგანიზატორებს და ჟიურის. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ძალიან დიდი სტიმულია ქართული ბიზნესისათვის და სასარგებლოა ზოგადად ბიზნეს-გარემოსთვის. რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, ეს ეკუთვნის თიბისის მთელ გუნდს და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საერთაშორისო კონკურსის „წლის მეწარმე-2014"-ის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ რუბენ ვარდანიანი (ტროიკა დიალოგის დამფუძნებელი, 2005 წლის რუსეთის მეწარმის ტიტულის მფლობელი და 2012 წლის მსოფლიო მეწარმის ჟიურის წევრი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), გიორგი ბაჩიაშვილი (თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), დევი ხეჩინაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე, აიპ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია) და გიორგი ჭირაქაძე (საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100