სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტალურგიული ქარხნის დირექტორი საყდრისის საკითხის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის მომხრეა

მეტალურგიული ქარხნის დირექტორი საყდრისის საკითხის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის მომხრეა
რუსთავის მეტალურიგიული ქარხნის დირექტორს ფარუქ სადიკს მიაჩნია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უნდა ჩაცხრეს და მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ.

„საჭიროა არა ემოციური, არამედ რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება“, -მიაჩნია ქვეყანაში უმსხვილესი სამრეწველო საწარმოს ხელმძღვანელს.

,,მე როგორც მეწარმე ყოველთვის მომხრე ვარ საწარმოთა განვითარების. მიმაჩნია, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელსაც არ აქვს მდიდარი ბუნებრივი რესურსები, გარდა ჰიდრორესურსისა, აუცილებელია წარმოების განვითარება. ამას ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი. საჭიროა კომპრომისული, მაგრამ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება, როგორც არქეოლოგებისთვის, ასევე მეწარმეებისთვის.

პირადად ჩემი აზრით, თუ ვინმე დაიანგარიშებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე სამუშაოები აიკრძალება, ის კულტურულ ძეგლად დარჩება და იქ ტურისტების ვიზიტებისგან ქვეყანა მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე საწარმოს მუშაობით, სადაოც არაფერი იქნება. მაგრამ დავა არის იმიტომ, რომ ეს არ არგუმენტი არ არსებობს. არგუმენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - საწარმომ გააგრძელოს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ზიანი არ მიადგეს კულტურულ მემკვიდრეობას. ვფიქრობ რაციონალური მიდგომის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი არ გახდება. მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანი უნდა იყოს“,-განაცხადა ფარუქ სადიკმა.

შეგახსენებთ, რომ საყდრისის საბადოდან ოქროს შემცველი ლითონების მოპოვების ლიცენზიის მფლობელი კომპანია „არემჯი“, ვერ ახერხებს იქ ოპერირების დაწყებას. კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული საბადოს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს კულტურულ მემკვიდრეობად მიაჩნიათ, თუმცა შესაბამისი ოფიციალური კვლევა ჯერ ჩატარებული არ არის, ვერ დაამუშავებენ, „არემჯის“ საქმიანობა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება და საწარმო ვერ შეძლებს ძველი სიმძლავრეების აღდგენას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ოქროს მწარმოებელ ერთადერთ საწარმოს თანამშრომელთა დიდი ნაწილის სმსახურიდან დათხოვნა მოუწევს და ასევე გააუქმებს დღეს არსებულ კონტრაქტებს სხვა ქართულ კომპანიებთან, რომლებიც „არემჯის“ სხვასახვა სახის პროდუქციას და მომსახურებას აწვდიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100