სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვეგა სტარტაპ ლაბმა“ ბიზნესინკუბატორში მონაწილეობისთვის 8 პროექტი შეარჩია

თბილისი, 29 ოქტომბერი, 2014 – „საქართველოს ბანკის“, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მიერ დაარსებული დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის, „ვეგა სტარტაპ ლაბის“ (VEGA) მიერ გამოცხადებულ პირველ კონკურსში ჯამში 50-მდე იდეა/ბიზნესპროექტი შევიდა, საიდანაც VEGA-მ 8 საინვესტიციო პროექტი შეარჩია. მონაწილეების შერჩევა, ძირითადად, 2 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა: იდეის ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობა გონივრულ ვადებში და იდეის კომერციული სიცოხლისუნარიანობა.

შერჩეული 8-ვე პროექტი/იდეა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია, ისეთები, როგორებიცაა: პროგრამული უზრუნველყოფა, ვებგადაწყვეტილებები ან მოწყობილობები. ამ ეტაპზე, VEGA-ში მონაწილე გუნდები აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის აქსელერაციის პროცესში, რაც მონაწილეებისათვის „სტარტაპის“ გამართვისათვის უნიკალური გარემოს შექმნასთან ერთად, გულისხმობს ტრენინგებსა და მენტორინგს. პროექტში მონაწილე „სტარტაპელებისთვის“ ტრენინგები ტარდება „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბაზაზე, ხოლო მენტორინგს ახორციელებენ „საქართველოს ბანკის“ წამყვანი სპეციალისტები. VEGA ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „სტარტაპების“ განვითარების დარგში მოღვაწე სხვა კომპანიებთან. შემდგომ ეტაპზე, რომელიც 6 კვირაში დაიწყება, მოხდება კომერციულად საინტერესო პროექტების კაპიტალის დაფინანსება.

„საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილება დააარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს. ამ მიზნით, VEGA საკუთარი ბიზნესის წარმოების მსურველთათვის საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის VEGA-ს შესახებ ეწვიეთ: www.vegalab.ge

VEGA Startup Lab-ის შესახებ:

VEGA Startup Lab-ი (VEGA) „საქართველოს ბანკის“, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მიერ დაარსებული დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამაა, რომლის მიზანია საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველთათვის უზრუნველყოს საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღება. დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამწყები ბიზნესის წახალისებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე VEGA მჭიდროდ თანამშრომლობს „საქართველოს ბანკთან“ და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100