სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკვების საერთაშორისო დღე „ფუდპანდასთან“ ერთად - “შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით...“

16 ოქტომბერს, მსოფლიო „საკვების საერთაშორისო დღეს“ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „ფუდპანდა“ ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების გარდა სოციალურ აქციაში მონაწილეობას სთავაზობს სახელწოდებით „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით!“

ხვალ საკვების საერთაშორისო დღეა - ყოველწლიური ქმედება შიმშილის წინააღმდეგ. ამ დღეს მთელს მსოფლიოში ყველა ერთიანდება საერთო მიზნისთვის: შეიტანოს წვლილი შიმშილის აღმოფხვრაში. ჩვენს მდიდარ პლანეტაზე, 805 მილიონი ადამიანი - ანუ ყოველი მეცხრე დედამიწაზე - მუდმივ შიმშილში ცხოვრობს. FAO-ს კვლევებზე დაყრდნობით:

- დედამიწაზე მოშიმშილეთა 60% ქალია;

- ყოველწლიურად თითქმის 5 მილიონი ბავშვი 5 წლის ასაკის დაბლა იღუპება, შიმშილიანობის მიზეზებით;

- 10-იდან 4 ბავშვი ღატაკ ქვეყნებში განიცდის შიმშილიანობას, რაც ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს.

ამ დღესთან დაკავშირებით ფუდპანდამ, მობილური და ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისმა, "შენ ამბობ, ჩვენ ვაძლევთ" სახელწოდების კამპანია გამართა მსოფლიო კვების დღის ფარგლებში. იმისათვის რომ გაიგოთ მეტი აქციის დეტალების შესახებ, ეწვიეთ ფუდპანდას გვერდს www.foodpanda.ge

ფუდპანდა ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს შემდეგი პროდუქტებით: კარტოფილი, ბრინჯი, შაქარი, პური, ფქვილი.აირჩიეთ ვებგევრდზეპროდუქტით გსურთ დახმარება და ფუდპანდა თქვენს მიერ არჩეულ პროდუქტს გავუგზავნით არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო / First Step Georgia"-ს. თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია!

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით არის შესაძლებელი. შეკვეთის განხორციელება საიტის გარდა( www.foodpanda.ge) ფუდპანდას მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. ფუდპანდას სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

http://www.foodpanda.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100