სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯი“ ნაციონალური მოძრაობის მორიგ ბრალდებებს ეხმაურება

ბატონი გივი თარგამაძის მორიგი უსაფუძვლო ბრალდების საპასუხოდ, კომპანია „არემჯის“ სახელით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩამოთვლილი პიროვნებების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ მუშაობს ამჟამად არც თავად კომპანიაში, არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციაში. ერთადერთი, გივი თარგამაძის სიიდან ბატონი დავით ბალანჩივაძე გახლავთ გენერალური დირექტორის მოადგილე, თუმცა ნაციონალური მოძრაობის გავრცელებული ინფორმაცია მისი მე-9 არხში მუშაობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ყველა მონაწილის, მათ შორის, კომპანიის, თანამშრომლების, რეგიონის და საზოგადოების სხვა ჯგუფები ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ნაციონალური მოძრაობა, მისი ერთ-ერთი ლიდერის მიერ უკვე მეორედ გახმოვანებული არასწორი ინფორმაციით,ხელს უშლის საყდრის-ყაჩაღიანის პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებას.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თრგამაძემ დღეს მორიგი ბრიფინგი მოაწყო საყდრის-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით, სადაც კიდევ ერთხელ გაავრცელა ცრუ ბრალდება. მისი განცხადებით: "2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს „არემჯი გოლდის“-ის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას „ულაგებდა“. მანვე ჩამოთვალა პიროვნებები, რომლებიც თითქოსდა "არემჯიმ" გარკვეული ინტერესების გამო დაასაქმა. როგორც ზემოთ განვმარტეთ, გივი თარგამაძის მიერ ჩემოთვლილი არცერთი პიროვნება, გარდა დავით ბალანჩივაძისა, კომპანიაში არ მუშაობს. .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100