სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუდპანდას“ მომხმარებელთა 55 პროცენტი ქალბატონია

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთავ ებგვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში, ქალბატონსა თუ მამაკაცს.

საინტერესოა ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქალბატონები უფრო მეტად აქტიურობენ და „ფუდპანდას“ მომხარებელთა 55 პროცენტი სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან. მამაკაცების ერთი ნაწილი ასეთ მიდგომასა და შედეგს ქალების მოუცლელობასა და უამრავ საქმეს უკავშირებენ, ზოგსაც მიაჩნია, რომ ისინი უბრალოდ ზარმაცობენ, არ მოსწონთ სამზარეულოში ტრიალი და მამაკაცთა მოსახიბლად საუკეთესო გამოსავალი იპოვეს - „ფუდპანდა“ აღმოაჩინეს.

„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საკვები თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია.ასე რომ, გაატარეთ საღამოები ფუდპანდასთან ერთად თბილ და მყუდრო გარემოში, სახლში - უმასპინძლეთ თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენსავე ოჯახში.

რამდენიმე ქალბატონი გამოიკითხა ფუდპანდას სერვისთან დაკავშირებით:„მიხარია, რომ ეს სერვისი საქართველოშიც დაინერგა... მან ბევრი რამ გაამარტივა ჩემთვის“; „ფუდპანდა შეკვეთის პროცესს მარტივსა დასწრაფსხდის. შეკვეთავებ-გვერდზე საკმაოდ კომფორტულია და კიდევ უფრო მოსახერხებელია „ფუდპანდა“-სმობილური აპლიკაციით სარგებლობა “, „ფუდპანდა გამოსავალია, როცა უამრავი საქმე თავზე გაყრია დასამზარეულოში ტრიალის დრო და გარეთ გასვლის სურვილი არ გაქვს...“; „ყველა ქალბატონს ვურჩევ გამოიყენოს ეს სერვისი იმ დროს, როცა არ სცალია კერძის მომზადებისთის, ან იმ დროს, როცა განსაკუთრებული კერძი უნდა რომელიმე რესტორნიდან“; „მამაკაცებს ვურჩევ, რომ ხშირად გააკეთონ სიურპრიზები ოჯახში ფუდპანდას სერვისის გამოყენებით..“ - ამბობენ ქალბატონები.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსადა სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 50-ზემეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით არის შესაძლებელი. შეკვეთის განხორციელება საიტის გარდა ( www.foodpanda.ge) ფუდპანდას მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. ფუდპანდას სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100