სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 ოქტომბერს მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ მარნეული უმასპინძლებს

4 ოქტომბერს,მარნეული„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლებს (მის: რუსთაველის 73, გამგეობის წინ მიმდებარე ტერიტორია). ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.

ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ დაამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.

პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფესტივალი საქართველოს 12 დიდ ქალაქში გაიმართება. 1-2 სექტემბერს ფესტივალს ბათუმმა, 6 სექტემბერს ახალციხემ , 7 სექტემბერსგორმა, 13 სექტემბერს ოზურგეთმა, 14 სექტემბერს ზუგდიდმა, 20 სექტემბერს ქუთაისმა, 21 სექტემბერს სამტრედიამ 27 სექტემბერს გურჯაანმა უმასპინძლა, ფესტივალს 4 ოქტომბერსკი მარნეული უმასპინძლებს. 18 სექტემბერს ფესტივალი რუსთავობას რუსთავში გადაინაცვლებს, ფესტივალი ტრადიციულად, დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.“მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ რეგიონებში „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მხარდაჭერით იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100