სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიიღე ყოველ თვე 2500 ლარამდე დაფინანსება Vivus.ge-გან!

სიახლე კომპანია Vivus.ge-გან! საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge, რომელიც ქართულ ბაზარზე წელიწადნახევარზე მეტია, რაც ოპერირებს, მომხმარებელში დიდი ნდობით და პოპულარობით სარგებლობს.  სწორედ ამიტომ, კომპანიამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო პროექტი სახელწოდებით ERTAD.GE წამოიწყო.

პროექტი ERTAD.GE 13 მაისიდან ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე არაერთი ნიჭიერი ადამიანის იდეა დაფინანსდა, ათობით ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის პროექტი კი ფართო საზოგადოებამ გაიცნო.

პროექტის ფარგლებში ფინანსდება სოციალური პროექტები შემდეგი სფეროებიდან: განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, გარემოს დაცვა. აღსანიშნავია, რომ პროექტები შესაძლებელია იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე გრძელვანია ფორმატის. 

ERTAD.GE-ს ფარგლებში სოციალური პროექტების განხორციელებისთვის დამტკიცდა წლიური ბიუჯეტიც, რომელიც 50 000 ლარს შეადგენს, ყოველ თვე კი 4000 ლარის ღირებულების პროექტები დაფინანსდება. ამასთან, თითო პროექტის მაქსიმალური საბიუჯეტო ღირებულება  2500 ლარს შეადგენს. შესაბამისად, წლის განმავლობაში დაგეგმილია 12 კონკურსის ჩატარება, დღემდე კი განხორციელდა 4 კონკურსი.

პროექტში ჩართვა მხოლოდ ვებ-გვერდ www.ertad.ge-ზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის შევსების შემდეგაა შესაძლებელი, რომლის გამოგზავნაც ყოველი თვის 25 რიცხვამდეა შესაძლებელი, კონკურსი კი ყოველი თვის პირველი რიცხვიდან იწყება და თვის ბოლო რიცხვამდე გრძელდება.

გამარჯვებულ პროექტს საზოგადოება  ხმის მიცემის გამჭვირვალე პროცედურის შედეგად ირჩევს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება.

პროექტ ERTAD.GE-ს მენეჯერის, მარიამ შიხაშვილის განცხადებით, აღნიშნული წამოწყებით კომპანია Vivus.ge-ს სურს დაამკვიდროს ტრადიციად საქართველოში მცხოვრები აქტიური, ნიჭიერი ადამიანები ფართო საზოგადოებას გააცნოს და საზოგადოების განვითარებასა და წინსვლაში მოკრძალებული წვლილიც შეიტანოს. 

თუ ხართ აქტიური მოქალაქე, გაელვებთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ და გსურთ მასში დადებითი ცვლილებების განხორციელება, მაშინ ERTAD.GE თქვენთვისაა!

პროექტი  ERTAD.GE  Vivus.ge-გან! ინიციატივა, რომელიც საინტერესო იდეების მხარდამჭერია. ერთად ვაკეთოთ კარგი საქმეები!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100