ლიბერთი ბანკი VISA-ს აქციას უერთდება

ლიბერთი ბანკი უერთდება FIFA-ს მსოფლიო თასის ოფიციალური პარტნიორის, VISA-ს აქციას და თავის მომხმარებელს წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის შანსს აძლევს.მომხმარებლები, რომლებიც 2014 წლის 17 მარტიდან 30 აპრილამდე მოახდენენ ლიბერთი ბანკის VISA ბარათებით უნაღდო ანგარიშსწორებას და ინტერნეტ გადახდებს, მიიღებენ შანსს გაემგზავრონ ბრაზილიაში, ფეხბურთის მსოფლიო თასის ფინალზე დასასწრებად. სულ თამაშდება 2 ორკაციანი საგზური ბრაზილიაში და 400-ზე მეტი FIFA-ს ექსკლუზიური სუვენირი. გათამაშება ჩატარდება 2014 წლის 15 მაისს, დოლურაში მკაცრი ნუმერაციის ბილეთების ჩაყრის პრინციპით. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება გათამაშების ბილეთების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. ლიბერთი ბანკი წარმატებას უსურვებს გათამაშების ყველა მონაწილეს.

კომენტარი