სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრი ფორუმზე „ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის“ სიტყვით გამოვიდა

ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები.

"'მოვისმინეთ მათი შეფასებები, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ვიმსჯელეთ პრობლემებზე და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. თქვენ იცით, რომ მთავრობას გააჩნია ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია, თუმცა სირთულეები მაინც რჩება. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, მოვალეობაა, საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, თუ სად გვაქვს პრობლემები და ვიზრუნო ამ პრობლემების გადაჭრაზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა კომენტარი გააკეთა საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით და რევოლუციური უწოდა კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100