სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინც ამბობს, რომ ხუდონჰესი კლიმატზე მოახდენს გავლენას, არის არაკომპეტენტური!

“რას მივიღებთ ხუდონჰესის მშენებლობით - ეს საკითხი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ცალსახად წერია. ჩემი შეფასებით კი, ეს ჰესი იქნება უნერგოუსაფრთხოების სერიოზული გარანტი”, - აცხადებს ეკოლოგი მარიამ ქიმერიძე და იმ მოსაზრებას, თითქოს ხუდონჰესის მშენებლობა კლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს, არასერიოზულს უწოდებს.

- თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს საქართველო ენერგეტიკული

თვალსაზრისით დამოუკიდებელი?

მარიამ ქიმერიძე: აუცილებელია მოხდეს ქვეყნის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება და ასევე, იმ რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, რაც გაგვაჩნია. მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ჩემთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოება აზერბაიჯანული ან თურქმენული გაზის გატარებას არ ნიშნავს, უსაფრთხოება არის იმ სტრატეგიული რესურსის გამოყენება და ათვისება, რაც გაგვაჩნია, ეს კი წყალია. თუ ჩვენ ავითვისებთ ამ ენერგეტიკულ რესურს და გვექნება საშუალება მისი ტრანსპორტირების და დივერსიფიცირების, ამით საქართველოს ენერგოუსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თქვენი აზრით, ოგორ აისახება ხუდონის მშენებლობა გარემოზე? შესაძლოა რომ მან რაიმე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს, რაც უარყოფითად აისახება თუნდაც კლიმატზე?

ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს სტრატეგიული თუ არასტრატეგიული, გარემოზე ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ არ გატარდება შემარბილებელი ღონისძიებები. გარემოს დაცვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკაში ბევრი ინსტრუმენტია, რომელიც უარყოფითი ზემოქმედების ლიკვიდაციის საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა, იქნება ეს ჰესის მშენებლობა, თუ გზის გაყვანა, გარემოზე დადებითად არ მოქმედებს. მშენებლობისას შეიძლება ტყის ნაწილი გაიჩეხოს და ეკოსისტემა დაზარალდეს. მაგრამ ამავე დროს არსებობს გარემოს დაცვითი პოლიტიკა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ უარყოფითი ზეგავლენის აღდგენა მოხდეს, ანუ გარკვეულ ტერიტორიაზე ტყის მასივი აღდგეს, თუ სახელმწიფოს ან ინვესტორს ამის სურვილი ექნება.

რაც შეეხება ეკოლოგიას, ამაზე როგორ იმოქმედებს ხუდონჰესის მშენებლობა? ოპონენტი გარემოსდამცველები იმაზეც აპელირებენ, რომ ჰესის მშენებლობა ტემპერატურის ცვლილებას გამოიწვევს.

ხუდონჰესი კლიმატზე ისეთ გავლენას, რომელიც შეუქცევადი იქნება, ვერ მოახდენს. ვიმეორებ, ტყის გაჩეხვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი აღდგენა. რაც შეეხება კლიმატს, როგორ შეიძლება დასავლეთ საქართველოში, სადაც მაღალი ტენიანობაა, ხუდონჰესმა უარყოფითი კლიმატური ცვლილებები გამოიწვიოს? ის, ვინც ამბობს, რომ ხუდონჰესი კლიმატზე მოახდენს გავლენას, არის არაკომპეტენტური. ეს ხომ ციფრებითაც და დოკუმენტურადაც დასაბუთებულია.

ზოგადად არიან ადამიანები, ვისაც განვითარება არ აწყობთ, მე კი განუვითარებელ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. ყველა ასპექტი გარემოს დაცვითი თუ სხვა, უნდა იყოს ქვეყნის განვითარებასთან ასოცირებული. ქვეყანა უნდა განვითარდეს, სეიშელის კუნძულებზეც კარგი ბუნებაა, მაგრამ ხალხი სიღატაკით კვდება.

თავად რა აზრის ხართ, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი?

ხუდონჰესის აშენებას ცალსახად ვემხრობი,+ რა თქმა უნდა, შესაბამისი შემარბილებელი და საკონპენსაციო ღონისძიების იმპლემენტაციის ფონზე. მაქსიმარულად სენსიტიური თემაა ადგილობრივი მოსახლეობის თემა, მათი კომპენსირება და საცხოვრებელი გარემოს რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოლიტიკის შესაბამისად. სოციალურ საკითხზე მუდმივი დიალოგი უნდა წარმოებდეს ინვესტორის მხრიდან და განსახლებაც კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.

რას მივიღებთ ხუდონჰესის აშენებით და რას დავკარგავთ, თუ მისი აშენება ვერ მოხდა?

რას მივიღებთ ხუდონჰესის მშენებლობით - ეს საკითხი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ცალსახად წერია. ჩემი შეფასებით კი, ეს ჰესი იქნება უნერგოუსაფრთხოების სერიოზული გარანტი. ასევე გაიზრდება ეკონომიკა და ა.შ. თუ არ აშენდა, ენერგეტიკული რესურსი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არ იქნება გამოყენებული და ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100