სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტიფლის ვერანდა“ საახალწლო საღამოზე გეპატიჟებათ

ძველ თბილისში, მეტეხის ხიდდთან ახლოს, დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი განახლებული ლაუნჯ-ბარი „ტიფლის ვერანდა“ (მის: გორგასლის ქ.3) ახალი წლის ღამეს სპეციალურ გასართობ პროგრამას გთავაზობთ.

შეხვდით ახალ წელს საუკეთესო გარემოში მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად! დამატებით, მიიღეთ საჩუქრად დაუვიწყარი ღამე - ორადგილიანი ნომერი 4 ვარსკვლავიან სასტუმრო „ტიფლის პალასში“.

ლაუნჯ-ბარ „ტიფლის ვერანდა“-ს გახსნასთან დაკავშირებით ახალი წლის ღამეს იგეგმება განსაკუთრებული ღონისძიება, სპეციალური საახალწლო პროგრამით, უგემრიელესი კერძების არჩევანით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საუკეთესო პანორამული ხედებით და უამრავი პრიზებით, როგორიცაა - რომანტიკული ვახშამი ვალენტინობის დღეს და ა.შ.

ქალაქ თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანზე გაიხსნა მაღალი კატეგორიის სასტუმროტიფლის პალასი“, რომლის განახლებასაც დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოება. სასტუმრო გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ნარიყალასა და მეტეხის ხიდზე, მეიდანსა და მდინარე მტკვარზე.

სასტუმრო ტიფლის პალასს მართავს საერთაშორისო კომპანია, რომლის მიზანია მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით სასტუმრო მომსახურების უმაღლესი დონის დანერგვა. ამ მიზნით სპეციალურად უცხოეთიდან მოწვეულ იქნა მაღალკვალიფიციური კადრები. გარდატიფლის პალასი“-სა კომპანია გეგმავს რამოდენიმე პროექტის განხორციელებას საქართველოში, მათშორის ბათუმში 2014 წლის ზაფხულში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას.

სასტუმრო ტიფლის პალასი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს - კომფორტულ ოთახებს აივნებითა და ულამაზესი ხედებით, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, სამ სხვადასხვა ტიპის ბარ-რესტორანს, მათ შორის თბილისელებისთვის კარგად ცნობილ ლაუნჯ-ბარტიფლის ვერადას“. ასევე იგეგმება სასტუმროში სპა და ფიტნეს ცენტრის გახსნაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100