სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შპალების ქარხანასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებებზე განცხადება გაკეთდა

რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმა, ილია შიხაშვილმა შპალების ქარხანასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უკანონო ქმედებებზე განცხადება გააკეთა.

„ქარხნის წინააღმდეგ მეორე წელია ფორსირებული შეტევები ხორციელდება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, საქმე გვაქვს ნათლად გამოხატულ შერჩევით სამართალთან.

შემოსავლების სამსახურის მიერ, ჩვენს წინააღმდეგ მომართულმა უკანონო ქმედებებმა სისტემატიური სახე მიიღო: მიმდინარე წლის ნოემბერში, შემოსავლების სამსახურმა მიმართა სასამართლოს, 2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველი ივნისის ჩათვლით. შემოწმებაზე, ამჯერად იმ მოტივით, თითქოს ფინანსური პოლიციის გამომძიებლის მიერ მოთხოვნილი იყო, გადამოწმებული ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის მიერ ქარხანში გაწეული ინვესტიციების ოდენობა. ხაზგასმით განვმარტავ, რომ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია კომპეტენცია მსგავს საექსპერტო დასკვნაზე. მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ შეუძლიათ დასკვნა გასცენ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე. შესაბამისად, ეს აქტიც იყო სრული აბსურდი და უკანონობა. რამდენიმე დღის წინ გამოიცა ახალი ბრძანება, რომელიც მოიცავს კამერალურ შემოწმებას 2010 წლის 9 სექტემბრიდან, 2011 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულ პერიოდზე ჩვენს საწარმოს გააჩნდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ჩვენ კანონისა და ვადების სრული დაცვით გადახდილი გვაქვს თანხები.

ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ამ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, მივმართეთ ბიზნეს ომბუდსმენს, რომელიც გულისხმიერებით მოეკიდა ამ საქმეს, აღნიშნა, რომ ჩვენს საკითხს დეტალურად შეისწავლის და სათანადო ზომებს მიიღებს.

მოვითხოვთ, დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც მსგავს უკანონობებს ჩადიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გავჩერდებით. მივმართავთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, იმისათვის, რომ დაინტერესდნენ ჩვენი საკითხით და შეისწავლონ ამ ზეწოლის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ დავუშვათ ბიზნესზე ზეწოლის მსგავსი პრეცედენტები.“, - განაცხადა ილია შიხაშვილმა. მისივ თქმით შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები მიმართულია იქით, რომ კომპანია გაკოტრდეს და ხელში ჩაიგდონ დაინტერესებულმა პირებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100