სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

CITI–ი, OPIC–ი და საქართველოს ბანკი ხელს უწყობენ საქართველოში მიკროდაფინანსების ზრდას 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსით

14 ნოემბერი, 2013 – Citi–იმ, “საზღვარგარეთულმა კერძო საინვესტიციო კორპორაციამ” (OPIC) და საქართველოს ბანკმა განაცხადეს 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ბანკის მიკროსესხების პორტფელის ზრდაზე და ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს საქართველოში მიიღონ წვდომა დაფინანსებაზე.


ხსენებული ფინანსური რესურსი, Citi–სა და OPIC–ის მიერ ერთობლივად გამოყოფილი პირველი დაფინანსებაა მიკროსესხების დაკრედიტებისთვის საქართველოში და ნაწილია Citi–სა და OPIC–ის ერთობლივი გლობალური ინიციატივისა, რომელიც მიმართულია განვითარებად ბაზრებზე მიკროდაფინანსების მხარდაჭერაზე.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა Citi–სა და OPIC–თან თანამშრომლობით გამოვყოთ მეტი დაფინანსება მცირე ბიზნესისთვის საქართველოში. ახლადმიღებული დაფინანსება კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ბანკის კონკურენტუნარიანობას მიკროდაფინანსების სექტორში, რომელიც ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის სასესხო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხსენებული დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს ბანკს, კიდევ უფრო გაზარდოს მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

„გაზრდილ წვდომას დაფინანსებაზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის აქვს პოტენციალი დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური ზრდა და გააფართოვოს ფინანსური ჩართულობა მათთვის, რომელიც რჩება ეკონომიკური მეინსტრიმის მიღმა,“ განაცხადა სტივ დონოვანმა, Citi–ს რეგიონალურმა აღმასრულებელმა, ხაზინისა და ვაჭრობის მომსახურების დარგში, შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. „ხსენებული ტრანზაქცია ხაზს უსვამს და განამტკიცებს Citi–სა და OPIC–ის საერთო მიზანს, გაუხსნან შესაძლებლობები განვითარებად და ჩამოყალიბებულ მცირე ბიზნესებს, რომ მათ მიიღონ წვდომა კაპიტალზე როგორც სტარტ–აპისთვის, ისე შემდგომი განვითარებისთვის.“

„მცირე ბიზნესი ფუნდამენტალურია ეკონომიკური ზრდისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა საჭირო დაფინანსებაზე ოპერაციების გასაფართოვებლად“ განაცხადა OPIC–ის პრეზიდენტმა და აღმასრულებლემა დირქტორმა ელიზაბეთ ლ. ლიტელფილდმა. „OPIC–ის Citi–სთან ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად, დაფინანსება მიეწოდა ათასობით მიკრო და მცირე ბიზნესს იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური სექტორიდან არ მოდის საკმარისი მხარდაჭერა და ჩვენ მოხარული ვართ განვავრცოთ იგივე პარტნიორობა საქართველოზე.“

OPIC–თან წარმატებული თანამშრომლობით, ამ დრომდე Citi–ს გაცემული აქვს 360 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება 40 მიკროსაფინანსო ინსტიტუტისთვის, 22 ქვეყანაში. შედეგად, გაწვდა 975,000–ზე მეტ მსესხებელს, რომელთა დაახლოებით 91% ქალია. Citi–ის მიერ ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფა ინოვაციის, ლიდერობით წამოწყებაში და კლიენტთა ფინანსური შესაძლებლობების ზრდით, ფართოდ აღიარებულია. Citi–იმ მიიღო უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო კატეგორიაში „ბიზნესი საზოგადოებაში 2012 წლის წარჩინების დაჯილდოებაში“, „მიკროდაფინანსების ზრდისთვის ფინანსური ჩართულობის მისაღწევად“ – Citi–ისა და OPIC–ის პარტნიორობა დისტრიბუციის ახალი მოდელების შემუშავებაში, განვითარებადი ბაზრების მიკრო ბიზნესის მფლობელების მხარდასაჭერად.

Citi Microfinance ემსაუხრება 140–ზე მეტ მიკროსაფინანსო ინსტიტუტს, ქსელსა და ინვესტორს, როგორც კლიენტებსა და პარტნიორებს 40 ქვეყანაში, პროდუქტებითა და მომსახურებით, რომელიც მოიცავს დაფინანსებას, წვდომას კაპიტალის ბაზრებზე, ტრანზაქციების სერვისებს, ჰეჯირებას გაცვლითი კურსის რისკის წინააღმდეგ, საკრედიტო და შემნახველ მომსახურებას, ფულად გზავნილებსა და დაზღვევის პროდუქტებს, ფინიანსურ პროდუქტებზე წვდომის გასაზრდელად იქ, სადაც ეს აკლიათ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citi.com/citi/microfinance

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100