სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო ტერიტორიის გამწვანებაზე ზრუნავს

თბილისი, 8 ნოემბერი, 2013 –  დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონება“, „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო არსებულ ნარგავებსა და ხეებზე მაშტაბური  მოვლითი სამუშაოები განახორციელა: ხელახლა დაიბარა ნარგავების გარშემო მიწა, ხეებიდან ჩამოირეცხა მშენებლობის მიმდინარეობის დროს დალექილი სამშენებლო მტვერი,  თითოეული ხე დამუშავდა სპეციალური სტიმულატორით და მოხდა ფესვების გაჯანსაღება სპეციალური გრანულებითა და სასუქით. ამრიგად, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები, მცენარეები და ხეები მომზადდა ზამთრის სეზონისთვის. 

 „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელ კომპლექსში ბინების რემონტი გრძელდება. ამ დროისთვის, ასევე მიმდინარეობს შიდა ეზოს სამუშაოები - ასფალტის საფარის დაგება, ქვაფენილისა და საყვავილეების მოწყობა. „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელ კომპლექსში გარემონტდა და მოეწყო ერთი საჩვენებელი ბინა (შოურუმი), სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ თუ როგორი იქნება ბინები დასრულებული რემონტით და საკუთარი თვალით შეაფასონ სარემონტო სამუშაოების ხარისხი. 

 „m2 იპოდრომზე“ სცხოვრებელ კომპლექსში ამჟამად არესებული გასაყიდი ბინების არჩევანი მრავალფეროვანია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ბინები როგორც კვადრატული მეტრობით, ასევე ოთახების რაოდენობის მიხედვით პირდაპირ ვებგვერდიდან. შესაძლებელია ისეთი ბინის შეძენა, რომელიც მოიცავს ერთ საძინებლს, ე.წ. სტუდიოს ტიპისაა და საერთო ფართი 47 მ2-იდან იწყება. ასევე მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს უფრო დიდი ბინა,  არის ორი, სამი, ოთხ-საძინებლიანი და დუპლექსის ტიპის ბინების არჩევანი. „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსში, ბინები დასრულებული რემონტით, 2014 წლის შემოდგომას ჩაბარდება. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, ასევე სასურველი ბინის შერჩევის მიზნით, ეწვიეთ ვებგვერდს: www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100