სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის - საუკეთესო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის მსოფლიოს წამყვანი ავტორიტეტული ჟურნალის, Global Finance-ის ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. კერძოდ, თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორც

1. საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის

2. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინტეგრირებული ვებ-გვერდი

„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან, მით უფრო სასიხარულოა, რომ გამარჯვება ერთდროულად ორ ნომინაციაში მოვიპოვეთ. ვამაყობთ, რომ შევქმენით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტუმულს, შევინარჩულოთ პირველობა პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით“- აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Global Finance-ის ინტერნეტ ბანკის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ის უკვე მე-14 წელია ავლენს ონლაინ საბანკო სერვისების წამყვან, საუკეთესო პროვაიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისი ბანკი წელს გამარჯვებულად დასახელდა ისეთი ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების გვერდით, როგორებიცაა HSBC, Citi, Santander, Standard Chartered და ა.შ.

Global Finance-ის მიერ საუკეთესო ინტერნეტ ბანკის პროვაიდერების შეფასებისას მთავარი კრიტერიუმია პროდუქტის შეთავაზების სიღრმე, ინტერნეტ ბანკის ფუნქციონალობის დონე, არსებული კლიენტების ინტერნეტ ბანკთან ინტეგრირების ხარისხი და ახალი კლიენტების მოზიდვისა და შენარჩუნების სტრატეგიის ეფექტურობა.

თიბისი ბანკმა იურიდიული პირებისათვის ახალი ინტერნეტ ბანკი 2013 წლის მაისში, გრძელვადიანი კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ დანერგა. იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკი მთლიანად მორგებულია ბანკის კორპორატიული კლიენტების მოთხოვნებზე. კერძოდ, კორპორატიული იტერნეტ ბანკით სარგებლობის გზით შესაძლებელია:

·ყველა ტიპის გადარიცხვის შესრულება და მათი ავტორიზება მობილურში დაყენებული დიჯიპას აპლიკაციის მეშვეობით;

·ჯგუფური გადარიცხვების შესრულება (ხეფასების ჩარიცხვა, გადასახადების გადახდა და სხვა);

·ყველა კომუნალური დავალიანების ერთიანად ნახვა და გამარტივებული გადახდა;

·ბიზნეს პლასტიკურ ბარათებზე სრული ინფორმაციის მიღება და ოპერაციების შესრულება;

კომპანიის ჯამურ აქტივებზე და ვალდებულებებზე ინფორმაციის ნახვა;

·ბანკში მოუსვლელად ახალი მომხმარებლების დამატება და მათთვის უფლებების მინიჭება;

·ირადი პარამეტრების მართვა (ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელის, პაროლის ცვლილება, ანგარიშების დამალვა-გამოჩენა);

·ინტერნეტ ბანკის ახალი დიზანის საკუთარ მოთხოვნებზე მორგება.

დღეისათვის თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი კორპორატიული კლიენტების 36%-ს შეადგენს. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, თიბისი ბანკი გეგმავს გაააქტიუროს მუშაობა, ახალი კორპორატიული კლიენტების ინტერნეტ ბანკთან ინტეგრირების მიზნით.11

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100