სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Skype–ს შეძენისთვის ორი ონლაინ გიგანტი იბრძვის

კომპანია Microsoft-ი მზად არის, Skype-ში 7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი» იტყობინება.

5 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, Skype-ს შეძენის სურვილი ორმა ონლაინ-გიგანტმა Facebook-მა და Google-მაც გამოხატეს.

როგორც მსოფლიო პრესაში გავრცელდა, Skype-ს აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება იგეგმებოდა, რის შედეგადაც სოციალური ქსელი 1 მლრდ აშშ დოლარის მიზიდვას ვარაუდობდა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ გახდება მსოფლიოში ყველაზე მოტხოვნადი, სკაიპის პრიოგრამის მფლობელი.

ცნობისთვის, Skype (სკაიპი) უფასო პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი, როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. ასევე არსებობს ფასიანი ხელმოწერა საერთაშორისო, რეალური ნომრისთვის და ფასიანი საერთაშორისო ზარებისთვის, მაგალითად ფიჭურ ტელეფონებზე ზარების განხორციელებისთვის.

სკაიპი აჟამად ერთადერთი პროგრამაა ინტერნეტ სივრცეში, სადაც ჯგუფური საუბარია შესაძლებელი. ამას გარდა, ამ პროგრამული უზრუნველყოფის სრული გაშიფვრა, სხვადასხვა ქვეყნების სპეცამსახურებისთვის შეუძლებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100