სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საბას“ ელექტრონული წიგნები უკვე თქვენს Android მოწყობილობებში

თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებულ, ელექტრონული წიგნების სახლშისაბასიახლეა: დღეიდან Android-ის მომხმარებლებსსაბასელექტრონული წიგნების წაკითხვა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ!

ამის საშუალებას „საბას“ სპეციალური წამკითხველი პროგრამა SABA Reader იძლევა. უფასოდ ჩამოტვირთეთ Google-დან SABA Reader აპლიკაცია, Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად გამოიყენეთ www.saba.com.ge ზე რეგისტრაციის მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს დასაშუალებას გამონახავთ!

„საბას“ Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშეწაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციასშეიძენს!

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი "საბას" 1000-მდე ელექტრონული წიგნიდან, შეიძინეთ, გაამდიდრეთ თქვენიელექტრონული ბიბლიოთეკა და მუდმივად თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, თქვენს Androidმოწყობილობებთან ერთად. მით უმეტეს, ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისა და წიგნების კითხვისათვის.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომლის მისამართია saba.com.ge, თიბისი ბანკმა გასულ წელს შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე და კლასიკური ქართული თუ უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს, მათ შორის - ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა, Android-ის გარდა, შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod Touch-ით, ასევე წიგნების გარკვეული ნაწილის წაკითხვა Kindle, Sony Reader, NOOKწამკითხველებითაც შეგიძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100