სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის განახლებული შეთავაზება პროდუქტზე „სესხი რემონტისთვის“

თბილისი, 14 მაისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მის ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე „სესხი რემონტისთვის“, ბაზარზე სპეციალური შეთავაზება გამოიტანა. მომხმარებელი, რომელიც 30 ივნისამდე ისარგებლებს „სესხით რემონტისთვის“, საჩუქრად მიიღებს ქონების დაზღვევას. „სესხი რემონტისთვის“ გაიცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე და მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი რემონტის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

„სესხი რემონტისთვის“ შეიქმნა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და საუკეთესოდაა მორგებული სახლის და/ან ბინის გარემონტების, ასევე ავეჯის შეძენის საჭიროებას. პროცედურა ძალიან მარტივია –მომხმარებელმა საკმარისია წარადგინოს რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა.

„სესხი რემონტისათვის“ გაიცემა როგორც ლარში, ისე დოლარში; სესხის ვადა 6 წლამდეა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100