სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიატური „მარნეული აგროში“, „მარნეულის სასურსათო ქარხანასა“ და „თელეთის ფერმაში“

ჟურნალისტებმა „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ

„მარგებელმა ჰოლდინგმა“ "ჯეპრასთან" ერთად „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“, „მარნეული აგროსა“ და „თელეთის ფერმაში“ მედიატური მოაწყო. მოწვეულმა ჟურნალისტებმა ჰოლდინგში შემავალი საწარმოები დაათვალიერეს და „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრნენ. გარდა ამისა, „მარნეული აგროში“ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელსაც „ჟურნალისტების მინდორი“ ეწოდა თავადაც მიიღეს პამიდვრის ჩითილების გადანერგვაში მონაწილეობა.

ჟურნალისტებს კომპანიის საქმიანობა „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა, „წყალი მარგებელის“ გენერალურმა დირექტორმა გია გოგოლაძემ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორმა ირინე გაფრინდაშვილმა გააცნეს.

დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი მასზედ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100