მიიღეთ Express Card–ი უფასოდ, შეავსეთ მობილური ტელეფონის ბალანსი Express Pay–ს ტერმინალებში უპროცენტოდ და დააგროვეთ ქულები

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის სწრაფი გადახდის (თვითმომსახურების) ტერმინალი Express Pay, ერთადერთი გადახდის აპარატია, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება უფასოა. Express Pay–ს მეშვეობით მობილური ტელეფონის მომსახურების საფასურის გადახდისას, მომხმარებელს ბალანსზე უჯდება ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რამდენიც შეაქვს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მობილური ტელეფონის ბალანსს Express Pay–ს ტერმინალებში შეავსებს Express Card-ის მეშვეობით, მიიღებს 10 Express ქულას და შესაძლებლობას, გადაცვალოს დაგროვილი ქულები უფასო მგზავრობასა და კომუნალურ თუ სხვა გადასახადებზე, მათ შორის მობილურის ბალანსზე. ამასთან, Express Pay–ს ტერმინალებში Express Card-ის გამოყენება ხდება ძალიან მარტივად– მხოლოდ ერთი შეხებით ტერმინალთან.

დღეიდან, საქართველოს ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს – 1–ელ ივნისამდე, ნებისმიერი მომხმარებელი, საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში შეძლებს Express Card–ის უფასოდ მიღებას და ბარათით სარგებლობას ანგარიშის მომსახურების საკომისიოს გადახდის გარეშე მთელი 1 წლის მანძილზე.

კომენტარი