სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკში ბიზნესსესხების პორტირება დაიწყო

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, ბიზნესსესხებზე პორიტირების და ახალი შეთავაზების დაწყების შესახებ. ის, ვინც 1 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით, ისარგებლებს საქართველოს ბანკის ბიზნესსესხით 500,000 აშშ დოლარამდე ოდენობით, გათავისუფლდება 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან, რაც შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მეტი თავისუფლებით განკარგოს მისი ფინანსური სახსრები და დაზოგილი თანხა მოიხმაროს ბიზნესის გაფართოებისთვის.

საქართველოს ბანკი, განაგრძობს ბიზნესის დაფინანსებას, სპეციალურად კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული, საპროცენტო განაკვეთით. ბიზნესსესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვისაც სურთ დაფარონ სხვა ფინანსური ვალდებულებები, ბიზნესის მიმდინარე და გრძელვადიანი აქტივები, უძრავი ქონების შეძენა და რემონტი, ბიზნესის მფლობელის სამომხმარებლო მიზნობრიობები, ასევე განახორციელოს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 1,000 აშშ დოლარიდან 500,000 აშშ დოლარამდე. სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში და ევროში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.HYPERLINK "http://www.sb.ge/"sbHYPERLINK "http://www.sb.ge/".ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100