Mercedes-მა საოჯახო ელექტროავტომობილი შექმნა

ყოველკვირეულად სხვადასხვა ავტოკომპანიები ახალ პროექტებს გვთავაზობენ ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით. ამჯერად ყურადღების ღირსად კომპანია Mercedes-ის ახალი საოჯახო მოდელი იქცა. ავტომობილის სახელწოდება B-Class Electric Drive გახლავთ. ჯერჯერობით ავტომობილზე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, მისი განსჯა ერთადერთი ფოტოთი არის შესაძლებელი. ავტოკონცერნის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი 134 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით არის აღჭურვილი და მას ერთჯერადად 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარი