სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში

მათ ვისაც გსურთ, რომ ახალი წელი ახალი მანქანით დაიწყოთ, “კია მოტორს ჯორჯია” საშუალებას გაძლევთ “კიას” ცენტრში სრულიად ახალი ავტომობილები შეიძინოთ საუკეთესო ფასად. ფასდაკლების პირობებში არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა კომპლექტაციისა და 5 წლიანი გარანტიის მქონე “კიას” შემდეგ მოდელებზე: Rio, Optima, Soul, Sportage, Sorento, Mohave.

საუკეთესო ავტომობილი კომპაქტურ კლასში Kia Rio შეგიძლიათ შეიძინოთ $11,900–დ. მოდელი წარმოებულია 2015 წელს და აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 1,4 ძრავით. ხოლო ორიგინალური დიზაინის მქონე Kia Soul, რომელიც აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 1,6 ძრავით შეგიძლიათ შეიძინოთ $16,200-ად.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 ადგილიანი, ტევადი და კომფორტული Kia Sorento ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 2,4 ძრავით კიას ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ $27 900–დ. განსაკუთრებული უგზოობისთვის კი კია მოტორსი გთავაზობთ Kia Mohave-ს $32,500-ად – 2014 წელს წარმოებულ მოდელი, აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 3,0 დიზელის ძრავით.

“კიას” სამოდელო რიგის ფლაგმანი მოდელი, კომფორტული, როგორც ქალაქში ასევე უგზოობაზე, წინა თაობის Kia Sportage ხელმისაწვდომია რამდენიმე შესაძლო აღჭურვით, მათ შორის 2.0 ძრავის და ავრომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელის ფასი $18,800-ა.

ხოლო მათთვის ვისთვისაც ახალი თაობის კია სპორტიჯია საინტერესო კია მოტორს ჯორჯია გთავაზობთ –$1000 ფასდაკლებას პრემიუმ კომპლექტაციის ახალ 2016 წლის კია სპორტიჯზე. ის აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, თბობადი მულტიფუნქციური ტყავის საჭით, თბობადი სავარძლებით, JBL საუნდ სისტემით, წინა და უკანა პარკინგ სენსორებით, უკანა ხედვის კამერით, ღილაკზე დაქოქვის სისტემით, კრუიზ კონტროლით და რა თქმა უნდა მძღოლის, მგზავრის, გვერდითა და ფარდა აიბაგებით თქვენი მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. საახალწლო შეთავაზების ფარგლებში კია მოტორსი გთავაზობთ 2.0 ძრავის მქონე სპორტიჯს $24 900–დ, ხოლო 2.4 ძრავიან მოდელს $25 900–დ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100