სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა

ნიუ იორკისცენტრში, მანჰეტენში გამოჩენისთანავე 2017 წლის კია ნირომ ოფიციალურად დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდიდა მიიღო ტიტული „ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების ჰიბრიდული მანქანა.“ ამერიკის შეერთებული შტატებისერთი სანაპირო ზოლიდან მეორე სანაპიროზე გადაადგილებისას ავტომობილმა წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა 32,57 კილომეტრი 1 ლიტრ საწვავზე.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ კია ნიროსრეკორდის დამყარებით" – განაცხადა, კია მოტორსის ვიცე პრეზიდენტმა ამერიკაში. "ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ავტომობილი, რომელიცმთლიანად მომხმარებლის კომფორტზე იქნებოდა მორგებული, ექნებოდაგანსაკუთრებული დიზაინი დაიქნებოდაგამორჩეული გარბენის მხრივაც. ჩვენ შევძელით გინესის რეკორდის დამყარება სწორედ იმ ტიტულით, რომელიც ჩვენსმიზნებს ასახავს.“

ნირო, ქალაქის ქროსოვერის კლასის ჰიბრიდული ავტომობილი, არის პირველი კიას ჰიბრიდი, რომელიც აერთიანებს საწვავის გამორჩეულ ეკონომიურობასა და კომპაქტური ქროსოვერის ფუნქციონალურობას.

სპორტულ და მიმზიდველ დიზაინთან ერთად, ნიროს ღირსებების გრძელი სია შედგება: ინოვაციური ჰიბრიდული სისტემისგან, რომელიც უზრუნველყოფს მეტ დინამიკას და მართვის განსაკუთრებულ სიამოვნებას; ვრცელისალონი, რომელშიც მეტი ადგილია 5 მგზავრისთვის; მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფციების ფართო სპექტრი, როგორიცაა საგანგებო დამუხრუჭების სისტება, ბრმა ზონის დეტექტორი,პარკინგზე უკანა სვლის დამხმარე,ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი;და ასევე მოწინავე საკომუნიკაციო და გასართობი აღჭურვილობა — UVO3 Apple CarPlay™–ით, Android Auto™ და 7-ინჩიანი სენსორული დისპლეი Smart Cruise Control სისტემით, ნავიგაცია და Harman Kardon® –ის პრემიუმ აუდიო სისტემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100