სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუნკი: თუ არ გინდა ბედისწერის დაკრულზე იცეკვო, თავი უნდა მოიკლა

ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი  ედვარდ მუნკი (1863 -1944). მან დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „ყვირილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.

მუნკის ნახატები აღსავსეა ტანჯვის, შიშისა და ფატალური გამოუვალობის განცდით. შიში, შფოთი, უნდობლობა და გაღიზიანება მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრნი იყვნენ. ''თუ არ გინდა ბედისწერის დაკრულზე იცეკვო, თავი უნდა მოიკლა''- ამბობდა მუნკი.

5 წლის ასაკში დედა ჭლექით გარდაეცვალა,რამდენიმე წელიწადში ამავე დიაგნოზმა დასაც მოუღო ბოლო. ერთ-ერთი და ჭკუიდან შეიშალა და სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის უფროსი მეტად პირქუში ადამიანი ამ ტრაგედიების შემდეგ ასკეტიზმში გადავარდა და შვილებთან დაახლოვება ვერასოდეს შეძლო.

მძიმე ბავშობამ სამუდამო დაღი დაასვა მხატვარს, რაც ნათლად აისახება მის ნამუშევრებში. მუნიკის შემოქმედების შედევრად აღიარებულ სურათზე''ყვირილი'' სწორედ სამყაროს წინაშე შეძრწუნებაა გამოხატული. 

მომხიბლავი გარეგნობით დაჯილდოვებული მამაკაცი მრავალი ქალის ტრფობის საგანი გახლდათ, მისთვის კი ყველაზე დიდი მტაცებელი ქალი იყო. ქალები ამ ქვეყნად კაცის სიცოცხლის გასამწარებლად არსებობენო - ამბობდა იგი. თუმცა მის ცხოვრებაში ქალები მრავლად იყვნენ არცერთ მათგანს არ იხსნებდა გაღიზიანების გარეშე. ადრეულ ახალგაზრდობაში მიტოვებული საყვარლის მიერ ნასროლმა ტყვიამ სამუდამოდ დაუმახინჯა ხელი. სასიყვარულო ურთიერთობებს სწრაფად და მოულოდნელად წყვეტდა. მუნიკი ამბობდა -მთავარია კრიტიკულ მომენტში საყვარელს ხელიდან გაუსხლტე. როგორც კი ქალის გავლენას იგრძნობდა მაშინვე გარბოდა ურთიერთობიდან. მუნიკის ერთ-ერთი საყვარელი ფრიდრიხ ნიცშეს და ელისაბედ ნიცშე იყო. მუნიკის დახასიათებით ეს ქალი ნამდვილ აფთრად წარმოგვიდგება.

ბუნებრივია, რომ იგი არასოდეს დაქორწინებულა. სურათები ერთადერთია რაც მაბადია, ისინი ჩემი შვილები არიან ამბობდა იგი. გარდაცვალბის შემდგ გამოქვეყნებული მხატვრის მემუარები, იმ კაცის აღსარება იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება სულიერ ჯოჯოხეთში გაატარა. ამ ჯოჯოხეთის შემქმნელი კი თავად იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100