მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

ასე დაამტკიცა ღმერთის არსებობა აინშტაინმა  

აი რას წერდა ბენდუქიძე ღმერთსა და სამღვდელოებაზე  

ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია  

ჩვენ მარტონი ვიყავით, შენ-საფლავში, მე-მიწის ზევით  

დავით აღმაშენებელი - დიდების გვირგვინით შემოსილი წმინდანი მეფე  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
„გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვსდგები მკვდრეთით“...
ელა ლიონიძე
16:58 26.12.2012

ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის.....“

„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“

„ძინავს მაგ ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ შენი ჭირიმე..“

ეს ის ადამიანია რომლის ნაწარმოებების წაკითხვისას ხან გვეცინება, ხან ცრემლები მოგვდის. წიგნის ბოლო გვერდი... ამთავრებ კითხვას, გადადებ წიგნს და გრძნობ.. გრძნობ, რომ გათბი... გრძნობ რომ იმაზე მეტი სიყვარული ისწავლე და დაინახე, ვიდრე მანამდე. დაინახე ის მზე, რომელიც ღრუბლიან ამინდშიც ანათებს, რომელსაც ბევრი შეიძლება ვერც ხედავდეს, მაგრამ ახლა მას მერე რაც ხატია გაიცანი, ხატიას მზეს ხედავ...

დიახ ეს ნოდარ დუმბაძეა. კაცი, ალბათ, ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს ამ გენიაზე რაც თავად თქვა თავისი შემოქმედებით.
რა ღვთის პირისაგან გადავარდნილი უნდა იყოს ის ქართველი, ვინც ერთხელ მაინც არ გაუცინებია დუმბაძის გმირებს –წიგნიდან, სცენიდან ან ეკრანიდან მაინც… ვინც ერთხელ მაინც არ გამთბარა მისი სტრიქონებით, ერთხელ მაინც, თუნდაც 5 წუთი არ გამხდარა კეთილი, ან 5 წუთით მაინც არ შეჰყვარებია სიცოცხლე.

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. 9 წლისამ 30-იანი წლების რეპრესიების გამო დაკარგა მშობლები. მამა ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე 1937 წელს დახვრიტეს, დედა ანა ბახტაძე გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ სოხუმში დეიდებმა, შემდეგ კი ბებია - ოლღა ხინთიბიძე და ბაბუა - ქიშვარდი დუმბაძე ზრდიდნენ მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. ჩოხატაურის საშუალო სკოლა 1945 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1950 წელს დაქორწინდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტ ნანული გუგუნავა-დუმბაძეზე.

წყვილის გაცნობისა და სიყვარულის ისტორია ასე დაიწყო: ერთ დღეს, ნოდარს თვალში მოხვდა პატარა ტანის, ძალიან ლამაზი გოგო. შავგვრემანი ბიჭის სითბოთი სავსე თვალები მას მისჩერებოდნენ... ეს იყო და ეს, ძალიან მალე ნანული გუგუნავა და ნოდარ დუმბაძე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა. ნანულიმ ეს იცოდა, მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი. მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო. ამან ძალიან გააბრაზა გოგონა, ნოდარი თავისთან სახლში იხმო და საყვედურებით აავსო.

ამ წყვილის დიდი ტკივილი შვილის, ზაზას მოულოდნელი სიკვდილი იყო. 4 წლისას წითელა ბატონები შეხვდა, ექიმებს კი მუცლის ტიფი ეგონათ. მკურნალობა არასწორად წარიმართა, რასაც ტრაგედია მოჰყვა.
„მე, ბებია ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“იხსენებს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი.
ნოდარის ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვა ცრემლი, დარდი და ტკივილი: ჯერ მშობლების დაპატიმრება, მამის დახვრეტა და დედის გადასახლება, დასთან დაშორება, ხან სოხუმში, დეიდებთან ყოფნა, ხან იმერეთში, დედულეთში, ხან მამის მშობლებთან, გურიაში. მერე შვილის სიკვდილი, მერე უდანაშაულოდ დაჭერა. მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა. პირველ რომანს სხვებიც მოჰყვა: "მე ვხედავ მზეს", მზიანი ღამე", მოგვიანებით კი "თეთრი ბაირაღები". 41 წლის იყო, ინფარქტი პირველად რომ დაემართა. ისე ცუდად იყო, მისი გადარჩენის იმედი, ნანულის გარდა, არავის ჰქონდა.

ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა მწერალი: შეეძლო აღებული ხელფასი იმ დღესვე დაეხარჯა და შინ დიდი სუფრა გაეშალა მეგობრებისა და სტუმრებისათვის.
გავიდა დრო და ახალი გასაჭირი დაუდგათ დუმბაძეებს - ახლა ნანული გახდა ავად, თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამდნენ, ბოლოს ნოდარს მისი მოსკოვში წაყვანა ურჩიეს. მოსკოვში ნანულის თავის ქალა ახადეს... სასოწარკვეთილ ნოდარს ახლობლებთან წამოსცდენია: ნანულის თუ რამე მოუვიდა, მეც აღარ მინდა სიცოცხლეო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში.

გარდაცვალების წინ ნოდარს მეუღლისთვის უთქვამს: გთხოვ, როცა მე აღარ ვიქნები, შინ მარტო არ დარჩეო. : "ყველაფერი შევუსრულე ნოდარს ამ ერთის გარდა. არ შემიძლია ის სახლი დავტოვო, სადაც ერთად ვცხოვრობდით, სიხარულიც ერთად გაგვიზიარებია და ცრემლიც მრავლად დაგვდენია. ასე მგონია, ნოდარი ისევ აქაა. ყოველდღე ჩამოვუვლი ხოლმე მის ფოტოებს და დიდხანს, დიდხანს ველაპარაკები..." - უთქვამს საყვარელი მეუღლის გარეშე დარჩენილ ქვრივს.

„საიქიოს ერთი კარი აქვს მამაო და სწორედ ის კარი გვაბარია ექიმებს. ჯოჯოხეთი და სამოთხე, ეს უკვე ქვეგანყოფილებებია და სად გაგანაწილებს მაცხოვარი, მისი საქმეა.“ - ამბობდა ქართველი მწერალი, მწერალი რომელიც ქართველი ხალხის დიდი სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან. 1984 წლის 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა.

„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, . უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით... დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით. . . მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, სიცოცხლე ჩემი დამიბრუნეთ, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. . .“

კომენტარი     ბეჭდვა  

თათა2012-12-26 17:10:44
რა სამარცხვინოა რომ ასეთ სტატიაზე არცერთი კომენტარი არაა, ეს ხალხი მხოლოდ იქ წერს კომენტარებს სადაც ვინმე გასალანძღია

საქართველო2012-12-26 17:28:10
ცალიან საყვარელი ადამიანი

---2012-12-26 17:32:08
ყოველდღე შემიძლია ვიკითხო და არ მომბეზრდება

2012-12-26 17:33:37
დუმბაძე ნამდვილად დიდი მწერალია,,, ნეტავ ვის დაუჭერდა მხარს თუ ცოცხალი იქნებოდა?

2012-12-26 17:34:20
84 წლის

სანდრო2012-12-26 17:39:56
ასეთი ადამიანები რომ მრავლად იყოს ჩვენს ქვეყანაში ალბათ ჩვენი ქვეყანა ადვილად დაახწევდა თავს უსიამოვნებებს, ეხლა ჩვენს ქვეყანაში ბოღმა და ზიზღი მეფობს რაც ძალიან სახიფათოა

3972012-12-26 17:45:10
მოვეფეროთ ერთმანეთს, გავაცოცხლოთ სიყვარული, გვეყო სიძულვილით სიცოცხლე..

ლალი2012-12-26 17:47:33
ბუმბერაზი,კეტილი და სატნო ადამიანი რომელიც ნამდვილი ცხოვრების ამბებს გადმოსცემდა ტავისი მოტხრობებიტ,რასაც არც იუმორი აკლდა და არც სიმარტლე...

antibiotik2012-12-26 17:51:50
....''და ბოლოს იპოვა სულამითი,ვენახის მცველი მდაბიო გოგონა და მხოლოდ იგი ერთი შეიყვარა მეფე სოლომონმა ქალთა შორის მთელი გზნებითა და თავდავიწყებით''
************
სულ იმით არა
ბედნიერი ვარ სულ ამითი,
რომ შენი ტყვე ვარ,
შენ კი ჩემი
ხარ სულამითი.

არავინ უწყის
რამდენია მართლაში მითი.
ცამეტჯერ ალბათ
დაიჩოქებდა
თავად დავითი,
რომ დაენახა
ჟღალი თმების
შრიალი ქარში
და კაეშანის
ყველა პასუხი
პატარა ქალში.
***
ჟღალმა თმებმა კი
ვერ დაფარეს
თეთრი მუცელი
და მეფის მკერდზე
თრთოდა ქათქათა
ვაზის ფურცელი.

*********

....''არ უწყოდა მაშინ მეფემ ,რომ მალე ღმერთი წარმოუგზავნიდა ისე ნაზს,მგზნებარეს,თავგანწირულსა და მშვენიერ სიყვარულს,რომელიც მარტო ჯობდა სიმდიდრეს,დიდებას და სახელს ერთად.თვით სიცოცხლეზე უტკბეს სიყვარულს,რადგანაც არად იჩნევს იგი სიცოცხლეს და არასდროს მოიდრეკს ქედს სიკვდილის შიშით''/მეორე ნაწყვეტი ანტიიბიიიიიიიიიოტიიიიიიიკის პოემიდან"სულამითი/

antibiotik2012-12-26 17:52:42
antibiotik 2012-12-26 17:46:54
იგავუწვდენი სილამაზით
იღიმებოდა,
მისი სახელის ხსენებაზეც
თაფლი დნებოდა,
აკრთობდა იმათ გულებს,
როგორც
მურის სურნელი,
დიამანტივით
მისკენ ლტოლვა
ამოუხსნელი
და სიყვარულის ტყვეობიდან
არ ჩანდა მხსნელი.
მეფის ხელები
ნაზი და თბილი,
მაცოცხლებელი,
როგორც მალამო,
ედებოდა
სანელებელი.
მარგალიტისფერ
ექვს სხივს ისვროდა
საჩვენებელი
თითი,
რომელსაც ამშვენებდა
ძველი ბეჭედი.
გსურს წაიკითხო,
რა ეწერა?
წამით შეჩერდი.
თუ არ გსურს,
ნება შენია და
იარე, წადი
ბეჭედს მრავალი
ახსოვდა
თურმე
წინ წელიდაწადი.

სიყვარულს მხოლოდ სიყვარული
თუ გადაარჩენს,
ამაოებით ფორიქ სულს
ტურფა მოარჩენს.
''სიტყვა არს ცეცხლი
ძრაობასა შინა გულისა''
უსიყვარულოდ
თუ მეფობამ გაგაგულისა.
უბნობდა მეფე
ჩაიწერდა სიტყვებს ახია
მეფის,
სევდამ რომ
კაეშანი
თავს დაახია.
ეგებებოდა მეფის ნათქვამს
ელიხოფერი
და ჩანდა ისევ
ამაოებით
სავსე სოფელი.
...
ვერას შველოდა
ძვირფასი ქვა
მეფეს-სმარაგდი
თუ სიყვარულმა
გულს ვერ დაიდო
ბინა მარადი.

უკანა მხარეს ბეჭდის წარწერა
არ იყო გრძელი
ყოფილა ენა
გარდასული,
იგივე ძველი
და მასპინძელი
კაცთაგან ბრძენი
ატარებდა ბეჭედს
წარწერით:
''წარმავალი არს
ქვეყანაზედ
ამად ყოველი''.

არც კაცი არი უფრო მეტი,
ვინემ ცხოველი.
უსიყვარულოდ
სიკვდილს თუკი
უცდი, მოელი./ნაწყვეტი ანტიბიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიოტიკის პოემიდან
antibiotik 2012-12-26 17:48:13
ნაწყვეტი ჩემი დამთავრებული პოემიდან:სულამითი:

antibiotik2012-12-26 17:53:13
თათა 2012-12-26 17:10:44
რა სამარცხვინოა რომ ასეთ სტატიაზე არცერთი კომენტარი არაა, ეს ხალხი მხოლოდ იქ წერს კომენტარებს სადაც ვინმე გასალანძღია

________________
ახლა რას იტყვით თქვეჩემა?

სანათა2012-12-26 17:53:38
ბრწყინვალე ადამიანი, არაჩვეულებრივი მწერალი და პატრიოტი ქართველი!

დუმბაძე2012-12-26 17:53:51
გენია !

სანათა2012-12-26 17:56:22
არ შეიძლება ერთმანეთს ამ სტატის ქვემოთ მაინც არ მივაყენოთ შეურაცხობა

antibiotik2012-12-26 17:56:28
დუმბაძე 2012-12-26 17:53:51
გენია !
_________________ა ბიჯო მეც გურული ვარ კიღამ და ეგეგბა ჩემზეც გეტქვა რამე შე ბრუტიანო?

ხათუნა2012-12-26 18:18:32
ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია რომ წავიკითხე,გამაოცა იმან,რომ ამდენი ტრაგედიის გადამტანი ადამიანის შექმნილი ნაწარმოებებიდან საოცარი სიკეთე მოედინება...

ოლიკო2012-12-26 18:26:10
ნოდარ დუმბაზის ნაწარმოებები მარტლა სიტბოტი და სიყვარულიტაა სავსე.ცჰვენი ტაობა ის ტაობაა ,რომელმაც ტიტქმის ზეპირად იცოდა მისი ,,მე ბებია ილიკო დაილარიონი,,მე ვხედავ მზეს,,ტეტრი ბაირაგები,,და სხვა მრავალი.მახსოვს, სკოლასჰი მიგვქონდა წიგნები და დასვენებებზე ერტად ვკიტხულობდიტ.ტიტოეულ ქარტველსჰი ახლა იმის მეასედი სიყვარული რომ ბუდობდეს რიტაც ნოდარის გული იყო გაჯგენტილი,მასჰინ სულ სხვაგვარი სურატი იქნებოდა სახეზე.ახლანდელ კომენტარებსჰი იმენი შეურაცხოფა,უპატივცემულობა და სიზულვილია ერტმანეტის მიმარტ,რომ შიშიც კი მიპყრობს.

antibiotik2012-12-26 18:31:07
"არავითარი ჟუჟუნა და შხაპუნა წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და თქეშით მოვარდა მაისი თბილისში...."

antibiotik2012-12-26 18:34:17
სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში . ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე." (კონსტანტინე გამსახურდია)

antibiotik2012-12-26 18:34:47
"ალბათ, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ლამაზია".(ნოდარ დუმბაძე )

antibiotik2012-12-26 18:36:05
ნოდარ დუმბაძე:

* “დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი, სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა, ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი…”

2012-12-26 18:49:56
სიყვარული იყო მასში დაულეველი, ალბათ დღეს ნახევარი ქვეყანა ვერ დაიტევს იმდენი...

სახელს დავმალავ.2012-12-26 18:59:03
ჩემი უსაყვარლესი მწერალია ნოდარ დუმბაძე.ჩემი ბავშვობა ერთი ორად მისმა წიგნებმა გაალამაზა.შეუცვლელია მისი იუმორი,მისი წაკითხვისას ყოველთვის დადებითად განეწყობი.

2012-12-26 19:12:45
სკოლაში მაინც ისწავლებოდეს ნოდარ დუმბაძის, გოდეძი ჩოხელის, ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები, იქნებ ახალმა თაობამ მაინც გაიგოს რამე , როგორ უნდა გვიყვარდეს და როგორ უნდა გავუპრტხილდეტ ერტმანეტს...როგორ უნდა შევინახოთ საქართველო...

ვაჟა172012-12-26 19:43:24
ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე! ვზივარ ახლა და ვფიქრობ , მისი ნაწარმოებების კითხვისას და გადაკითხვისას მეტი მიცინია თუ მეტი მიტირია?

2012-12-26 20:36:45
– ვინა თქვა, ქალო, მაგი? – ჰკითხა მარგალიტამ.
– მინისტრი რომ ჰყავს ჰიტლერს ერთი, რა ქვია?..
– გებელსი?
– ჰო, გებელსი, იმის კუბო გავიტანე მისი ოჯახიდან.

2012-12-26 20:39:49
– ჩიგოგიძე!
– ვარ, მასწავლებელო!
– კალანდაძე!
– აგერ ვარ, მასწავლებელო!
– სიხარულიძე!
– ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ,
ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
– მთელი კლასი ვერ გაყევით? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
– ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.

2012-12-26 21:02:09
ილარიონმა წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო:
"ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო..."
-შენ გწერს მაგას?--იკითხა ილიკომ.
-კი, შენ ნუ მომიკვდები.
პირი გამიშრა, ხელები გამიცივდა და შუბლზე ოფლმა გამომჟონა.
ილარიონი განაგრძობდა:
"მას შემდეგ , რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიარებისა..."
-სად მნახა მაგ შეჩვენებულმა,--ჩაიხითხითა ბებიამ და ილიკოს გადახედა. ილიკოს პირი დაეღო და ყურებს არ უჯერებდა.
"მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოსი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა..."--განაგრძობდა ილარიონი.
-ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე,--თქვა ბებიამ.
-სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა!--თქვა ილარიონმა.
-კი მაგრამ, სად მოასწრო შენი ასე შეყვარება?!--თქვა ილიკომ.
--რასაც მაგას ზურიკელას საქმეზე სკოლაში იბარებენ, ამდენ სიარულში შეაყვარა ადამიანს თავი.
-"მე მაგიჟებენ შენი თვალები..."--განაგრძო ილარიონმა.

2012-12-26 21:02:40
ცოტა ფუტურისტული, პატეთიკური და გროტესკული ნაწარმოებები აქვს. სამაგიეროდ ადვილად იკითხება

2012-12-26 21:03:38
-დაეფსოს მაგას თვალები!--თქვა ილიკომ.
-"წამწამები..."--განაგრძო ილარიონმა. ილიკო ჩაბჟირდდა და იატაკძე დაგორდა, ილარიონს სლოკინი აუვარდა, მაგრამ კითხვას მაინც განაგრძობდა:--"მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, მკლავები, ბროლის კბილები..."
-აქ კი შეშლია ცოტა.--თქვა ილარიონმა.
-

2012-12-26 21:05:19
მიწა დავაყარე პირზე, რა დროს ჩემი კბილებია!--გაასავსავა ხელები ბებიამ.
"

2012-12-26 21:08:35
-გაჩერდი შე ურჯულო, გავთავდი კაცი!--იკივლა ილიკომ.--გაჩერდი, აღარ შემიძლია, გეყოფა აწი!--ილარიონმა კითხვა დაამთავრა და ილიკოს დაუწყო მოსულიერება, ბებია თავისთვის ხითხითებდა. მარტო მე ვიდექი გამეხებული და გამშრალი.
-როდის ათხოვებ ქალს, ქორწილი არ გამომაპარო!-შემომტირა ილიკომ და ისევ დაგორდა. "

antibiiotiki2012-12-26 21:13:31
სიის მიხედვით არის გამოცდებზე შესვლაო პროფესორმა
-ბარამიძე და ჭიჭინაძე!!!
-ბ-ს მერე ჭ-ა შე უდღეურო?

-ასე თქვა, ერთი თავიდან და ერთი ბოლოდანო

antibiiotiki2012-12-26 21:15:07
-რას გიგავს იჭო ცხვირ-პირი?
-ხეს დევეჯახე
-ბიზიკო ბათუმში საშინელი გამწვანებაა და ასე თუ იარე, სული არ ჩაგყობა სადგურამდე/'მზიანი ღამის 'ანტიოტიკისეული პერიფრაზირება/

antibiiotiki2012-12-26 21:33:10
=შაში- ბეში- ილიკო
-ხუთი და ექვსი თქვი, თუარა გაგისპარჭე მაი თავი

ჯიხა2012-12-26 23:00:56
განუმეორებელი.დგევანდელ ქართველებს რა გვჭირს?ის უდიდესი სიყვარული რომელსაც ნოდარას გული ატარებდა ასე რატო გავაუფასურეთ.ნუთუ დგევანდელ ქართველებს არ შეგვიძლია ისე გვიყვარდეს მეგობარი,მეზობელი,ნათესავი,გულისსწორი და სამშობლო ისე როგორც ნოდარს უყვარდა.მე პირადად საუკუნის ქართველად მიმაჩნია ნოდარ დუმბაძე.

მარიკა2012-12-26 23:34:22
სიკეთით სავსე კაცი,მართლა ამდენი უბედურების გადამტანი და ასეთი სუფთა ბუნების,გმერთს ებარებოდეს თქვენი კეთილშობილი სული მართლა მზიანო ადამიანო.

ვაკე2012-12-27 00:02:52
უცნობო,ფუტურისტიც ხარ და კვახიც,ნოდარ დუმბაძე ეს პიროვნება იყო უსაყვარლესი ადამიანი,ხაზს ვუსვამ ადამიანი და ის სანაგვე რაც დღეს მივიღეთ.ბატ.ნოდარიმ როდესაც ხელი მოაწერა რომ არ დაეხვრიტათ თვითმფრინავის გამტაცებლები,ანუ"ჯინსების თაობა",NAძIრALA შევარდნაძის პასუხზე მიიღო ინფარქტი,და ქართველებმა დავკარგედ ნოდარ დუმბაძე."ადამიანს შუბლზე გადის სინდისის ძარღვი,ის თუ გაგიჭყდა კაცად ვერ ივარგებ",ეს სიტყვები ეკუთვნის ნოდარს 1959-ში,მაგრამ ცხონებულმა მინა ბებიამ იგივე მითხრა 55-ში,როდესაც გირიის სოფელ ვან-ზომლეთში ჩავედი სტუმრად.

ვაკე2012-12-27 00:06:03
და დართყმულმა მიშამ ჩარეცხა იმ დროის ინტელიგენცია,და ხელში შერჩათ რობერტ სტურუა,მართლაც კარგი რეჟისორი,მაგრამ სულით ნაგავი!

antibiotik2012-12-27 00:17:40
ვაკე 2012-12-27 00:02:52
უცნობო,ფუტურისტიც ხარ და კვახიც,ნოდარ დუმბაძე ეს პიროვნება იყო უსაყვარლესი ადამიანი,ხაზს ვუსვამ ადამიანი და ის სანაგვე რაც დღეს მივიღეთ.ბატ.ნოდარიმ როდესაც ხელი მოაწერა რომ არ დაეხვრიტათ თვითმფრინავის გამტაცებლები,ანუ"ჯინსების თაობა",NAძIრALA შევარდნაძის პასუხზე მიიღო ინფარქტი,და ქართველებმა დავკარგედ ნოდარ დუმბაძე."ადამიანს შუბლზე გადის სინდისის ძარღვი,ის თუ გაგიჭყდა კაცად ვერ ივარგებ",ეს სიტყვები ეკუთვნის ნოდარს 1959-ში,მაგრამ ცხონებულმა მინა ბებიამ იგივე მითხრა 55-ში,როდესაც გირიის სოფელ ვან-ზომლეთში ჩავედი სტუმრად.
___________________________________
მაი ძამა ასთე იყო:
დეიჭირა მეველემ ნოდარა და ნოდარამ უთხრა კოლმეუნეობის თავმჯდომარეს რომეო, მაი ბებერია და თვალს აკლია და ვერ დეინახა კარგად, ვინ იპარავდა კოლმეურნეობის ყანაშიო/

antibiotik2012-12-27 00:18:13
რაზეც მეველემ უთხრა, რომეო, ჩემო Bიძიკო,

2012-12-27 00:19:00
ყVელა კაცს შუბლის ძარღვი აქ შუბლზე

2012-12-27 00:19:19
და იი რომ გუუწყდება ,მერე ცხოვრება ადვილია კაციზა

2012-12-27 00:19:56
და ნუ გეიადვილებ

2012-12-27 00:20:32
ცხოვრებAAAAAAAAAAAAAსოოოოოოოოოოოოოოოოოოო

დათიკო482012-12-27 00:34:25
გევიდა ბაღანა ბჟოლზე,მოუხჩა ბოლი,გაადინა ძნეყვა,ციცამ ეიყვანა და წეიყვანა ოდაში.რავა ცუდია თუ?

antibiiotiki2012-12-27 00:47:50
ეგებ ვინმემ იცის როგორაა გურულად კიბე?
ბწკალა ბატონო....ბწკალა.
რაც თავისთავად ლათინური შკალადან მოდის /დანაყოფი,"შკალა"აქედანაა სიტყვები შკოლა სკოლა,"დაჟე"ლასკალა"/

ვერიკო2012-12-27 00:48:53
ანტიბიოტიკ!:) დუმბაძე გყვარებია, ეს კარგია, ისიც კარგია შეცდომამ რო გაგაღიზიანა, მაგრამ შენ რატომ ხარ ესე აღრენილი და გაღიზიანებული, ან ეს ჯალათის თუ მსაჯულის როლი რატო გიტვირთია, ვინ დასაჯა ასე შენი გული და გონება, რო ერთ დროს დუმბაძეზე გაზრდილი და ალბათ ბევრჯერ მის ნაწერებზე ატირებული მამრი ასე აუმხედრდი საზოგადოებას?

ვერიკო2012-12-27 00:52:37
რა იყო შენსკენ ყინავს? ისე რა სიამოვნებით მორჯულდებოდა შენი გული ვინმეს ძალიან რო გაეთბო არა?

antibiiotiki2012-12-27 00:53:02
გურულ სიტყვათა თაიგული:
რეიზა;
ყრილარიენ
ზილარიენ
უნდებლარიენ
გუშხამ
ყაზილარი
გაშობილაში/ანუ "სვაბოდნოე პლავანიე"/.
ელანძე
ზნეყვა
ელეჟვერა/მოდღლეშილი/
აბდალი.....
აშპა/ევიდა/

antibiiotiki2012-12-27 00:54:42
ვერიკო 2012-12-27 00:48:53
ანტიბიოტიკ!:) დუმბაძე გყვარებია,
___________
ვერიკო,მე ლეღვის მურაბა მიყვარს კიდო

2012-12-27 01:00:16
დაზღირეკული ---დაბალი და თან დახლართული
პწკალა---- კიბე (მისაყუდებელი)
მოჭვა *----- კრუხი
ბოჯიხა ---- ვარჯი
ხფოი ---- ხბო
ელანძე ------ უცებ, ანაზდად

antibiiotiki2012-12-27 01:02:41
დაგასტუკე
ელანძე ვთქვი მე უკვე

2012-12-27 01:03:11
ღენჭობა ----- ნაჭUჭი
მაკიდო ---- ოხრახუში
შაMბალა ---- შAვი ბალი
ჭUჭული ---- ქათმის წიწილა

2012-12-27 01:04:16
შენ გარკვევიტ არ თქვი

2012-12-27 01:05:33
თარგმანი არ გაქვს

antibiiotiki2012-12-27 01:05:33
ბადიში – შვილიშვილი

ბარეღმე – ბარემ


ბობორიკე – ობობა


ბჟუტური – უაზრო ლაპარაკი

ბუდუა – ნათლია
ბუნდღა – ბუმბული
ბურკა – კურკა

antibiiotiki2012-12-27 01:06:27
გორსალა-გოიმი
ყLინჯო-გამოქლიავებული

2012-12-27 01:07:18
"აბდალა" რა არის ტუ იცი, ერთი სიტყვით?

antibiiotiki2012-12-27 01:08:28
გაბურსალებული – გაბრუებული

გადელება – გაგიჟება
გაკუჭდა – გაბრაზდა

გასკვანჩვა – დაჭერა

გაფშიკინებული – გამომშრალი

გახაზირება – გამზადება

გუშხამ – უსასრულო წარსული

antibiiotiki2012-12-27 01:08:45
საინი-თეფში

antibiiotiki2012-12-27 01:09:13
2012-12-27 01:07:18
"აბდალა" რა არის ტუ იცი, ერთი სიტყვით?
________
გამოსIრებული

antibiiotiki2012-12-27 01:10:10
დახლიფართული-პერეკასაბოჩენიი

antibiiotiki2012-12-27 01:10:36
დაფსებული-ამოწყვეტილი

2012-12-27 01:10:56
გამოსIრებული

?????????????
ეგ რაღაააა

antibiiotiki2012-12-27 01:11:13
თხლე – ჭაჭის ნარჩენი

antibiiotiki2012-12-27 01:11:50
კალანდა – ახალი წელი
საკალანდო ღორი

antibiiotiki2012-12-27 01:12:21
მალაზონი-მოხუცი ქალი

2012-12-27 01:12:30
თხლე – ჭაჭის ნარჩენი


თხლე --- ღვინის ნალექი

antibiiotiki2012-12-27 01:13:39
ზუკUტური-ზურგზე მოჯდომა

2012-12-27 01:13:48
კალანდა – ახალი წელი


თუ შობა?

antibiiotiki2012-12-27 01:14:10
მოჯაყვა-შერცხვენა

antibiiotiki2012-12-27 01:14:30
ნაგულა-ტარო

antibiiotiki2012-12-27 01:14:52
ნაქურჩელა-ფუჩეჩი

antibiiotiki2012-12-27 01:15:15
ჟვერო-ბალახი

antibiiotiki2012-12-27 01:16:03
სიკორწიალა –საქანელა
სკვარამი – უკუნეთი

პუტინი ვნახე ჩასკვარამებული

antibiiotiki2012-12-27 01:16:41
ფუტი – კვამლი

2012-12-27 01:17:31
ეს მოსკოვმა რომ იცოდეს ცალკე ქვეყნად გამოაცხადებდა გურიას :)))

antibiiotiki2012-12-27 01:17:33
ღენჭეპო – ნაჭუჭი
ღჯა– ჭიგო

ღჯაი უთხრია თრაქში-გურულების საყვარელი გამოთქმა

antibiiotiki2012-12-27 01:18:34
ძღინკიანი – გლახა,ოღონდ ნამეტარი

antibiiotiki2012-12-27 01:19:04
ჯანჯუხა – ჩურჩხელა

2012-12-27 01:19:57
მევიდა შოთაიეს ყაზირალი, მეიტანა პწკალაი, მიაყუდა ღვაჭიჭაზე, აშპა ზეთ, მუუგჯა ბოლი, ჩამუარდა ძირში, გააყია ზნეყვა, იკვანტალა იკვანტალა და გაფშიკა ფეხები

antibiiotiki2012-12-27 01:20:07
ბობორიკე – ობობა

__________
ბობორიკამ გალაკტიონის გენიალური ლექსი გამახსენა

antibiiotiki2012-12-27 01:23:05
ჭარხალი

გალაკტიონ ტაბიძე

ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,

ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.

ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,

შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.


ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას,

ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,

ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას

და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.


ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს

ნახირი მოდის საღამო დროის,

უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს

და ქალი კივის იმ “დოი-დოი”-ს.


ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,

უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.

ო, სიყმაწვილე! აწი არასდროს

იმგვარად აღარ ამეტყველდები.

antibiiotiki2012-12-27 01:23:42
"და აბლაბუდას კრებს ბობორიკა."

antibiiotiki2012-12-27 01:25:48
2012-12-27 01:13:48
კალანდა – ახალი წელი


თუ შობა?
_________-
ვერ გევიგე გურულს სენ მე მასწავლი თუ რაშია საქმე?
კალანდა მოდის სიტყვიდან კალენდარი

ახალი კალენდარი კი ახალი წლიდან იწყება...ცოტა ლოგიკაც ჩართე

2012-12-27 01:28:10
ლოგიკა რომ ჩავრტე იმიტომ გამიჩნდა კიტხვა

antibiiotiki2012-12-27 01:30:37
შენ ლოგიკა კი არა ეგნატე ნინოშვილის "გოგია უიშვილი"ჩართე, მგონია.

2012-12-27 01:36:26
ფილტრი
რამდენიც არ უნდა იმაიმუნო მაინც Aრ გელაპარაკები

2012-12-27 01:36:51
კალანდა – ახალი წელი
საკალანდო ღორი


საკალანდრო ღორი - სAშOბაო ღორი, საAXAლწლო ღორი NEMA

GAმOდის რომ კალანდა შOBაა

antibiiotiki2012-12-27 01:37:50
აბ კალენდარი რაია?აღდგომა?

antibiiotiki2012-12-27 01:38:26
შობა-ახალ წელს გილოცავთ რაია?

2012-12-27 01:39:35
მაგაზე პატივცემულო თქვენ, ლიტერატორებმა იფიქრეთ, მათემათიკა მანდ არაფერშუაშია

2012-12-27 01:40:52
შობა-ახალ წელს გილოცავთ რაია?

ეს საერტოდ რა შუაშია?


მეც გილოცავ მომავალ შობა-ახალწელს

antibiiotiki2012-12-27 01:47:36
ძვ. წ. I საუკუნესში იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით, 45 წ. 1 იანვარიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი შემდეგი 3 წელიწადის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დღე-ღამედ. წელიწადის 12 თვედ დაყოფისას ყოველ თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე -ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიან წელიწადად ითვლებოდა ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფოდა 4-ზე უნაშთოდ.

antibiiotiki2012-12-27 01:48:21
გეიგე?
კალანდა ანუ კალენდარი იმთავითვე /აპრიორსი/ახალ წელს უკავშირდებოდა

antibiiotiki2012-12-27 01:48:59
1 იანვარიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა,

2012-12-27 01:49:46
ხო მარა ღორს რა უშვრები? DDD

antibiiotiki2012-12-27 01:50:46
აეს რომ იულიუსმა ,ვინ შემეიღო მაი რაცხა კალენდარია, ჩემზე და შენზე უკეთ იციდა რა იყო იგი და როის იწყებოდა

2012-12-27 01:51:01
ეგ იულიუსა გურიაში თუ იყო ნამყოფი, ისტორია რას ამბობს?

antibiiotiki2012-12-27 01:52:36
ა ბიჯო აი ღორი ჩემი თუა ,მინდა შობას დავკლავ და მინდა ახალწელს ...
დამიჭერს მაგიზა ივანიშვილი ,თუ რასია საქმე?
მინდა სულ არ დავკლავ ...
გასკდი გულზე

antibiiotiki2012-12-27 01:54:54
2012-12-27 01:51:01
ეგ იულიუსა გურიაში თუ იყო ნამყოფი, ისტორია რას ამბობს?
________
არა მარა გურულები ყოფილან ნამეტარი განათლებული და ლათინური Yვარებიენ ყოლისფერზე უფრო....დასავლურ ცივილიზაციას იცნობდნენ თურმე გადასარევად...

2012-12-27 01:56:29
შOბას XსნილობAა და

2012-12-27 01:56:49
AუცილEბლად შOბას

2012-12-27 01:58:14
იKVლება ღორი!

antibiiotiki2012-12-27 01:59:49
კვირიკეთში
კვირიკობის კვირა დღეს
აკვირინე ვაკვირინე
კვირიკემ,
ვეტაკე და...
იყო თურმე კერკეტა,
გულის კარი
ცხვირწინ გამომიკეტა:
კამასუტრა ს უტრა ჩავარაკრაკე
აკვირინე, მოდი,
ნუ გამიტ...
**
ვერ მოვკაკვე აკვირინე კურკურით:
/ჰყვარებია მერაბიას კუკური/,
კამასუტრა აკვირინეს აკვირვებს,
დავიღალე ვეგარ გავარიკინე,
კაკალ გულში
კვირას რეიზა მიკბინე?

antibiiotiki2012-12-27 02:00:12
კვირიკეთში
კვირიკობის კვირა დღეს
აკვირინე ვაკვირინე
კვირიკემ,
ვეტაკე და...
იყო თურმე კერკეტა,
გულის კარი
ცხვირწინ გამომიკეტა:
კამასუტრა ს უტრა ჩავარაკრაკე
აკვირინე, მოდი,
ნუ გამიტ...
**
ვერ მოვკაკვე აკვირინე კურკურით:
/ჰყვარებია მერაბიას კუკური/,
კამასუტრა აკვირინეს აკვირვებს,
დავიღალე ვეგარ გავარიკინე,
კაკალ გულში
კვირას რეიზა მიკბინე?/ავტორი ანტიბიიიიოტიკი/

antibiiotiki2012-12-27 02:00:40
antibiiotiki 2012-12-09 10:16:38
დევიზაფრები,
თუ გამიშალა
მინადორამ
ისევ აფრები.
გევიკუჭები,
თუ ცხვირში მირტყა
ისევ მუჭები.

ამ გურულ ციცებს
არ ვიცი თუ რა
უნდებლარიენ,
ქლა გამეიბდღნენ
და კაცების
სისხლი დალიენ.

არ ზილარიენ
ერთ ადგილზე,
ვერ ეტევიან-
ერთ თბილ სიტყვას არ
გაღირსებენ
და არ გეტყვიან.

წამებით რომ გვკვლავთ,
ბარემ პირდაპირ
გვესტროლე ტყვია,
გულს რომ გვიჩეხავთ
მაი სახეზე
კი არ გვატყვია.


არ მინდა ძამა
გურული ქალი,
რა დავაშავე?
აი რა ჭირი
მომიგზავნეთ
და მომაშავეთ ?


თუ დავაშავე,
ქლა ამდენი
არ იყო ძამა
სისხლი გამიშრო
ყელი გამომბდღნა
და გამომჭამა.
რეიზა გიყვართ
კაცის ხორცის
უზმოზე ჭამა?

ქალი მეგონა,
შემრჩა ხელში
აბორიგენი.
გააფთრებული,
როგორც მშიერი
ზღვაში ზვიგენი.
გურული ქალის
არ მცოდნია
რა იყო გენი.
ანდა ამ გენმა
მე საიდან
სად მომაგენი?

სად ვნახო გემი,
აქედან რომ
გადააშავებს,
მე შენ გეტყვი და არ ჩევიცვამ
მაგაზე შავებს...
მარა უენოს აწი ვინ და სად მომაშავებს?/ავტორი ანთიბიიოთიკი/

antibiiotiki2012-12-27 02:00:55
antibiiotiki 2012-12-09 10:12:46
ჰყვაოდა შინდი,
ხელში მეჭირა კათხა ლუდი,
ვიყავი მშვიდი;
შენ ბახმაროში
გაგისტუმრე.
/ნერვებს მიშლიდი/

თვალს ვაყოლებდი
შიშველ ფეხებს
და აფრებს ვშლიდი....

სიამოვნებით
თვალებს ვიფშვნიდი

ჰყვაოდა შინდი.../ავტორი ანტიბიიოტიკი/

antibiiotiki2012-12-27 02:01:18
ntibiiotiki 2012-12-09 09:58:13
antibiotiki 2011-12-13 20:45:52
ამასწინათ ვიფიქრე მოდი ინტერნეტით ვნახავ წინაპართა სამშობლოს მეთქი
ვნახე და გული მეტკინა:

"ქვეყანა საქართველო
მხარე გურიის მხარე
თემი ზემო სურები
ზღვის დონიდან 640 მ
მოსახლეობა 9 კაცი''
ცრემლი მომერია..


ბებერმა ქარმა გააძევა
დილით ღრუბლები,
უნამუსო და ალაგ-ალაგ
უსუსურები.

ცასთან შეზრდილი
დამენახვა ჩემი სურები,
მთები მოხრილი
მოლოდინით გაყურსულები.
"შენ აქედან ხარ"!
წინაპართა მიხმობს სულები
და მეხვევიან ჩამორეკილი
ღრუბლის ქულები.

-მე აქედან ვარ
აღარ გახსოვს ?
გითხარი, აკი
აქ დადიოდა მამაჩემი,
ერქვა აკაკი.

მახსოვს ბაბუა,
სუფსა მახსოვს,
და შინდა ხარი
კეცის ჭადი და
ნაცრის გემო
გვქონდა ბუხარი.

და მთები მახსოვს
მხრებგამართული,
ახლა მწუხარი
და შაირებით ატეხილი
სიცილ-ხარხარი.

ამ მოგონებებს
ავყავარ ცაში
თმებით მთებამდე,
ვუცქერ სურათებს
იყო რომელიც
დაბადებამდე.

მახსოვს ბაბუა,
კეცის ჭადი
და ხარი შინდა
და არნახული
მოგონებები
ისევ მომშივდა.

2012-12-27 02:01:43
DDDDDDDDDDD

გეთქვა თავიდანვე ასე გასაგებად შე კაცო, რას დაგვტანჯე ან მე და ან ეს აუტანელი ფილტრი

2012-12-27 02:03:10
antibiiotiki 2012-12-27 02:00:12
კვირიკეთში
კვირიკობის კვირა დღეს
აკვირინე ვაკვირინე
კვირიკემ,
ვეტაკე და...
იყო თურმე კერკეტა,
გულის კარი
ცხვირწინ გამომიკეტა:
კამასუტრა ს უტრა ჩავარაკრაკე
აკვირინე, მოდი,
ნუ გამიტ...
**
ვერ მოვკაკვე აკვირინე კურკურით:
/ჰყვარებია მერაბიას კუკური/,
კამასუტრა აკვირინეს აკვირვებს,
დავიღალე ვეგარ გავარიკინე,
კაკალ გულში
კვირას რეიზა მიკბინე?/ავტორი ანტიბიიიიოტიკი/


DDDDDDDDDDD

გეთქვა თავიდანვე ასე გასაგებად შე კაცო, რას დაგვტანჯე ან მე და ან ეს აუტანელი ფილტრი

antibiiotiki2012-12-27 02:03:18
2012-12-27 01:58:14
იKVლება ღორი!
__________
"""""""ქორწილი იყო,ვაიმე,მტკიოდა გული საღადრე,
წამომაქციეს ბეჩავი და ყელი გამომიღადრეს""""""""""""-მგონი ხალხურია
მარა ნოდარას "კორიდაშია"მოყვანილი

2012-12-27 02:06:07
"""""""ქორწილი იყო,ვაიმე,მტკიოდა გული საღადრე,
წამომაქციეს ბეჩავი და ყელი გამომიღადრეს""""""""""""-მგონი ხალხურია


ეს ღორზე არ არის, ქორწილში ღორი არ იკვლება

antibiiotiki2012-12-27 02:06:47
"პატარა სახლი, როგორც ნალია თვით სასახლეზე იდუმალია".

antibiiotiki2012-12-27 02:09:49
ღორზე არაა შინდა ხარზეა...
მარა მე ღორზე მინდა შესანდობარი დავლიო და სეფერთელაძის ღორზე ვტირივარ ეგება...ღორის წელში დაბადებული...
სენ რა ჩასაფრებულივით დამდევ კუდსი ,სიმონ რაია ვერ გევიგე რეიზა გიფანცქალებს გული ჩემს დანახვაზე?

ისე, შენ როვა ღლონტის ღორივით დამდევ კუდში

2012-12-27 02:12:17
სენ რა ჩასაფრებულივით დამდევ კუდსი ,სიმონ რაია ვერ გევიგე რეიზა გიფანცქალებს გული ჩემს დანახვაზე?

ისე, შენ როვა ღლონტის ღორივით დამდევ კუდში


პირობას გაძლევ ეს უკანასკნელი შეხვედრა იქნება!

antibiiotiki2012-12-27 02:12:59
2012-12-27 02:06:07


ეს ღორზე არ არის, ქორწილში ღორი არ იკვლება
__________
აჭარაში თუ ცხოვრობ არ იKLლება,

antibiiotiki2012-12-27 02:14:04
ჰოდა კაი ნამეტარი,თვარა სამუშაო მაქვს ცოტა და მაცდენ

ქართველი2012-12-27 02:43:02
პატარა ელენეს (1 წლის) ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. ,გთხოვთ დაგვეხმაროთ კიდევ ერთხელ გთხოვთ უმორჩილესად
რეკვიზიტები

ემონეი: 360963399

ბანკი რესპუბლიკა

ბანკის BIC კოდი : REPLGE22

ანგარიშის ნომერი: GE04BR0000010788385064

საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი : BAGAGE22

ანგარიშის ნომერი : GE93BG0000000288973000

კორსტანდარტ ბანკი

ბანკის კოდი : KSBGGE22

ანგარიშის ნომერი : GE69KS0000000360137392

თორნიკე ონანაშვილი

ფაfacebookze გვიპოვნიტ ასე davexmarotelenas
555 35 23 85 – თორნიკე (ელენეს მამა)

ვაკე2012-12-27 05:44:40
დაანებეთ გურულ სიტყვათა თარგმანს თავი,თორემ ბიძინა გამოიყენებს სუსლოვის აზრს და გურიას აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,და დაიწყება საქართველოს დაშლა!!!

2012-12-27 08:07:53
როცა დუმბძე გარდაიცვალა, მე მაშინ საქართველოში არ ვცხოვრობდი და DეDაჩემმა ნახევარი წელი მიმალა მისი გარდაცვალების ამბავი და არც კი ვიცოდი ამ ტრაგედიის შესახებ. რუსულ ტელევიზიას 2 წუთიც არ დაუხარჯია ქართველი ხალხის ამ ტრაგედიის გამოსაქვეყნებლად......(ეტყობა, ისინიც DეDაჩემივით ჩემს ნერვებს უფრთხილდებოდნენ). რას ვიზამთ, ასეთი ჩვენზე მოზრუნე უფროსი "ძმა" გვყავს...
ისე, ცოცხალი რომ ყოფილიყო, რამდენი სამუშაო მასალა ექნებოდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისა და მათი გადაგდებული მათხოვარი ამომრჩევლების სახით...

2012-12-27 09:41:10
ვაკე 2012-12-27 05:44:40
დაანებეთ გურულ სიტყვათა თარგმანს თავი,თორემ ბიძინა გამოიყენებს სუსლოვის აზრს და გურიას აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,და დაიწყება საქართველოს დაშლა!!!
++++++++





წავიდნენ მაგათ დ...აც მ...ან
მაგათმა დაგვღუპეს

გურია2012-12-27 10:29:46
ვამაყობთ გურულები ,რომ ასეთი ბუმბერაზი კაცი გვყავდა

2012-12-27 11:01:07
"გურია 2012-12-27 10:29:46
ვამაყობთ გურულები ,რომ ასეთი ბუმბერაზი კაცი გვყავდა"
--------------------------------------- -
საამაყო ნამდვილად გაქვთ, დუმბაძე მართლა იყო ბუმბერაზი და მოღვაწეობდა 40 წლის წინ -მე-20-ე საუკუნეში და თქვენ რამ დაგაჩმორათ 21-ე საუკუნეში?
ხო, მართლა, ედიკა სულძაღლიანითაც იტრაბახეთ....

ნონა2012-12-27 15:18:18
ნოდარ დუმბადზე გენიააააა

2012-12-27 23:02:20
უძლიერესია.გენიალურია.საამაყოა და კიდევ სიტყვები არ მყოფნის.დასანანია ამისთანა ადამიანები რომ აღარ არიან ჩვენს გვერდით.

2013-01-03 04:38:50
არ მიკვირს სიყვარული უცენზუროა ტქვენტვის და სიძულვილი და ბოღ$მა ცენზურიანი.

ნანა2013-01-03 22:11:59
მომეწონა

2013-01-03 23:23:39
ვგიჟდები ამ მწერალზე!!!!!!საუკეთესოა და მუდმივად სიკეთით გავსებს!!!!!რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე იყო ხასიათზე მოგიყვანს!!!!

2013-01-07 16:15:29
აკვარინე დააკვირდა კვირიკეს
გაიკვირვა
და იკივლა:
რა გჭირს ბეჩა, რას ბჟუტურობ კვირა დღეს?

2013-01-07 16:16:11
აკვარინე გააოცა კვირიკემ.
უთხრა ბოშო, მთლად ნუ დამაფშტვენიებ.
გულის კარი გამოვკეტე
შენ შიგნით მოგაყოლე.
მეშინია არ გამიქრე არ გაშპე
გულში მყავხარ, ვერსად ვეღარ გაგიშვებ

2013-01-07 16:25:48
კვირას ჩემო კვირიკე
შენტვის არ მიკბენია;
და თუ კი მიკბენია
ხომ არ ჩამიკბეჩიხარ?
თუმცა როცა გიკბინე
კბილი მიმტYდა ჭირიმე.
მეტKინა და ვდარდობდი
თან კვირიკეს ვბღაოდი

2013-01-07 16:43:06
მიკაკუნობს კვირა დილას აკვარინე კვირიკეთში
ნახვა უნდა კვირიკესი.
და რას ხედავს:
კვირიკეში კვირიკე აკვარჭყინებს რაცხას.
რაიაო? შეიცხადა აკვარინემ
კვირიკეს კი დასცხა.
კამასუტრა, აკვარინე ძღაბო.
მოდი იქნებ სცადო.
კამა ს უტრა უნახია ვისო?
ს უტრა ჩას ვსვავთ შე აბდალა ბიჭო

2013-01-07 19:33:05
აბდალაო ???????????????


და თეთნულდმა ბანი მისცა.....

ნინი2013-01-07 19:58:42
როგორ მიყვარს ნოდარ დუმბაძე !!!!

2013-01-07 20:06:21
მეს ძალიან მიყვარს დუმბაძე

2013-01-07 20:11:31
დუმბაძემ თქვა კვირიკე კარგი ბიჭიაო. კვირიკე ძალიან კარგი ბიჭიაო, კვირიკე ყველაზე კარგი ბიჭიაო

2013-01-07 20:36:33
ეხ კვირიკე, კვირიკე
შენ სიდან უკაკუნებ
მისდგომიხარ ყრუ კედელს
გინდა ურო იხელე, გინდა კიდევ ტრაქტორი
მაგ მხარიდან მინდა გიტხრა,
არ გამოვა აფერი;

2013-01-07 20:51:32
თვალებს ნუ დაჭუჭავ ჩემო კვირიკე. ნუ ხარ ჯილუხი და ქვანქრეში; წკიპად მოეკიდე აკვარინეს, არ აწყეინო ელანძე

2013-01-07 21:37:39
იცის მთელმა დუნიამ
რატომ მიდის აკვარინე გურიას,
როგორ მიუხარია.
იმედი აქვს იქ შეხვდება კვირიკეს
კვირიკე ხომ მისი სიხარულია
შეხედავს და თვალით მოეფერება;
გაუღიმებს, ეტყვის ....
არა, რას ეტყვის.
გულში იტყვის: ესაც ჩემი კვირიკე
....
ხო, ხო "შენი" გაიფიქრებს კვირიკე
იოცნებე...

2013-01-07 21:39:17
აუტანელო, როგორ მენატრები

2013-01-07 22:07:09
კარგად, ჩემო კვირიკე
გაიფიქრებს მეოცნებე აკვარინე.

როგორ, უკვე მიდიხარ?
ფიქრს დააწევს კვირიკე
ცას შეხედავს, იფიქრებს :
იქნებ სადმე ღრუბელია რომ გაწვიმდეს
ვერ წავიდეს მეოცნებე აკვარინე

რომ გაწვიმდეს მერე რა ვქნა?
ეკიტხება აკვარინე.
სიტყვით არა, გაიფიქრებს.

2013-01-07 22:38:53
არას იტყვის კვირიკე
მოიწყენს და ამას გაიფიქრებს:
მიხარია მეოცნებე აკვარინე
ცოტაც მიყვარს, იტყვის, თან ჩაიცინებს

2013-01-15 01:11:40
მინდა ხალხო სიგიჟემდე მინდა რომ დუმბაძე დაბრუნდეს... დამეხმარეთ,დავაბრუნოთ სიყვარული; სხვა თუარაფერი იმად მაინც ღირს სიყვარულის დაბრუნება რომ ნოდარ დუმბაძე ისევ გაივლის ჩვენს ცოდვილ მიწაზე <3
მე რომ შემეძლოს არასდროს გავუშვებდი ასეთ ხალხს "ქვეგანაყოფებში"
გმირი იყო ნოდარ დუმბაძე სიკეთის და სიყვარულის გმირი და სანამ ქართველ ხალხს პირში სული უდგას დარჩება მუდამ ლეგენდად მისი სახელი..

2013-02-01 21:17:59
:))))))

ბრუკლინელი2013-03-15 02:25:56
დუმბაძე ჩემი უსაყვარლესი მწერალია.

მარია2013-04-16 13:30:02
მე როცა ვკითხულობ ვიცინი მაგრამ ამავდროულად თვალები ცრემლით მაქვს სავსე,ჩემთვის ნოდარ დუმბაძე იმდენად გენიალური და განსხვავებულია რომ სიტყვები არ მყოფნის

ჩიგოგიძე2013-07-22 14:24:36
ნოდარ დუმბაძე მთელი ერის სიამაყეა, მის შემოქმედებაში იმდენი სიკეთე და სიყვარულია... მზითაა გაჩახჩახებული, ამიტომაც, მზე მისი მარადიული პერსონაჟია, სიკეთის ძებნაში მარადისობის კანონი იპოვა უცებ, ,,ადამიანის სული გაცილებით უფრო მძმიმეა ვიდრე სხეულიო" ბრძანა, იგი მუდამ იმ მებრძოლ რაინდად მესახება, რომლის მახვილი და დაშნა სიყვარულია...
მის შემოქმედებაში ყველაფერზეა პასუხი, იგი ერთგვარი საგანძურია, ვკითხულობ, ცრელმები მახრჩობს, გული საშინლად მეწვება და ამავე დროს დროს მიხარია, რომ ჩემეულია, თითქოს ჩემი სულის ნაწილია.
ღმერთო, როგორ მჭირდებით ბატონო ნოდარ

ინგა2014-08-21 22:01:22
ნოდარ დუმბადის შემოკმედება ყველასატვის საყვარელი არის და იკნება არ არსებობს ადამიანი ვისაც მისი შემიკმედება არ ეამაყება ნოდარ დუმბადე მტელ საკარტველოსტვის და ყველა კარტველისატვის ყკვდავი შემოკმედია

2015-07-13 22:26:34
რა სხვანაირი ფოტოა აი ისეთი სულ სხვანაირი
მაშინ რო უყვარდათ ისეთი

2015-08-15 19:38:22
მეც მინდა ასეთი ფოტოს გადაღება ზუსტად ჩემს ერთადერთ სიყვარულთან(((((((((((((((((((((((((


არასდროს მყვარებია იმის გარდა ვინც ახლა მიყვარს და მიყვარს და მიყვარს და მიყვარს სულ მეყვარება მარად და მარად უფრო და უფრო მარად და უფრო და მარად უფრო და უფრო და უფრო და უფრო უფრო უფრო უფრო სისხლების დაცლამდე(((((((((((((((((((((((((((((((

მე ვარ ბაბა იაგა2015-09-02 02:23:48
Zviad Kechakmadze - tvalebis bralia

დაიმალეთ ბუა მოდისსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

fiverr crork2015-10-19 19:04:42
rLVW6C Awesome article.Really thank you! Will read on...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი