სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი

22 სექტემბერს ბიზნესში წარმატებული ქალების დღე აღინიშნება. სწორედ ამიტომ, ტერაბანკის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა სოციალურ ქსელში მსოფლიოს გავლენიანი ქალების შესახებ მოკლე ბიოგრაფიებს მოუყარა თავი.

კოკო შანელი მისმა თანამედროვე ხედვამ და უბრალოებისკენ ლტოლვამ XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა.

"იმისთვის, რომ იყო შეუცვლელი, უნდა იყო განსხვავებული" - ეს იყო შანელის ცხოვრებისეული კრედო, რომელმაც იგი მართლაც შეუცვლელ ადამიანად აქცია.

მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან, ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

შერილ სანდბერგი, ფეისბუქის ოპერაციული დირექტორი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რადგან ის მილიარდერების სიაში ისე შევიდა, რომ არც თავისი კომპანია დაუფუძნებია და არც რაიმე ბრენდი შეუქმნია.

შერილ სანდბერგიც სწორედ იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც კაპიტალი ოჯახის წევრების დახმარების გარეშე დააგროვეს. Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სანდბერგი ქალებს მოუწოდებს, რომ მათ მეტი ენერგია ჩადონ კარიერის განვითარებაში, შეწყვიტონ უმოქმედობა და მრძანებლობის მოყვარული მამაკაცი კოლეგების მორჩილება, პირად ცხოვრებაშიც ისეთი პარტნიორები აირჩიონ, რომლებსაც საოჯახო საქმეებს თანაბრად გაუნაწილებენ.

შერილის ქონება ამ ეტაპზე 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს

სიუზენ ვოჯისკი მსოფლიოს წამყვანი ვიდეოპლატფორმის, იუთუბის გენერალური დირექტორია. სიუზენი წარმატებული ბიზნესის მფლობელების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ყველაფერს თავიანთი შრომისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით მიაღწიეს.

ამჟამად სიუზენი 48 წლისაა, მის საბანკო ანგარიშზე კი 350 მილიონი დოლარი ირიცხება.

ლილიან ბეტანკური პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია. კომპანია "ლ' ორეალი" მას მემკვიდრეობით გადაეცა მამისაგან.

ლილიანი სხვა ოლიგარქებისგან თავმდაბლობით გამოირჩევა და არასდროს უსვამს ხაზს თავის სიმდიდრესა და მდგომარეობას. ბეტანკურს უბრალო ბიჟუტერია ყველა ძვირფას სამკაულს ურჩევნია.

”ლ'ორეალის” მფლობელის ქონება 40,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ესტე ლაუდერის წარმატების ისტორია კი მისი ბავშვობიდან იწყება. 6 წლის იყო, როდესაც ბიძამისი გაიცნო, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებს ქმნიდა და კრემებს ხარშავდა. პატარა გოგონა მალევე მოექცა ბიძის გავლენის ქვეშ და ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა დაიწყო სახის ნიღბების, მასაჟებისა და ვარცხნილობების კეთების შესწავლა.

საყვარელი საქმიანობა არც მოგვიანებით შეუწყვეტია, როდესაც ამერიკაში დაქორწინდა. ერთხელ, როდესაც სალონის მეპატრონემ ესტეს სახის კანი შეუქო, ლაუდერმა იქვე ჩაუტარა სალონის სტუმრებს თავისი კრემების პრეზენტაცია.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, სალონთან კოსმეტიკით მოხიბლული ქალების რიგი დადგა.

ესტე ლაუდერი პირველი გახდა, ვინც მომხმარებელს უფასო ტესტერები და შეძენილი ნივთის სანაცვლოდ სიმბოლური საჩუქრები შესთავაზა.

ესტე ლაუდერი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალია.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100