მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
მინ­და ყვე­ლა ჩე­მი სი­სუ­ლე­ლის ამა­ყი ავ­ტო­რი ვი­ყო…­და არა უბ­რა­ლოდ ავ­ტო­რი….
ახლა კითხულობენ

ეს ისტორია ბრაზილიურ სერიალს გავს, მაგრამ საქართველოში მოხდა  

რატომ იკლავდა სტალინის ვაჟი თავს და რა რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე მამას?  

თავისუფლება არ არის ღირებული თუ არ ხარ თავისუფალი შეცდომების დაშვებაში  

ვინ არის გიგა პაპასკირი?  

ვინ იყო დევიდ ბოუი?  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
"დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება" - კიანუ რივზის ტრაგედია
ანა ცარიტოვა
15:08 11.04.2016

„დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება. წარმოვიდგენ ხოლმე, ჯენიფერი რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით. ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება - მათთან ერთად ცხოვრებაზე"

ეს სიტყვები ჰოლივუდის ვარსკვლავმა კიანუ რივზმა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ თქვა და კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას ის რაც 1999 წელს მოხდა.

მეოცე საუკუნის ბოლო წელი მართლაც სარკალური გახლდათ კიანუსთვის. ერთის მხირვ ამ წელს რივზი კარიერის მწვერვალზე ავიდა, რადგან შეასრულა ნეოს როლი მატრიცაში, გახდა უსაზღვროდ პოპულარული, შევიდა მსოფლიოს უმდიდრეს მსახიობთა სიაში და ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა....

კარიერაში წარმატებამ ბედნიერება ვერ მოუტანა, რადგან ამავე წელს მის პირად ცხოვრებაში საზარელი ტრაგედია მოხდა, მისი და ჯენიფერ საიმის შვილი მკვდარი დაიბადა. ტრაგედიამ წყვილის ცხოვრებას საშინელი დაღი დაასვა და ისინი მალევე დაშორდნენ. 18 თვის შემდეგ კი მომღერალ მერლინ მენსონის სახლიდან მომავალი ჯენიფერი ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.

მას შემდეგ 15 წელზე მეტი დრო გავიდა კიანუს კი ცოლი არ შეურთავს, არც შვილები ჰყავს, ის განთქმულია ქველმოქმედებისა და ცხოვრების უბრალო სტილის სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, ცხოვრობს მოკრძალებულად, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

რამდენიმე წლის წინ პაპარაცებმა ის მოწყენილი გამოიჭირეს პარკში, ფოტოები გადაუღეს და ყვითელ მედიაში გაჩნდა სტატიები სათაურით „სევდიანი კიანუ“

ამას მოჰყვა ინტერნეტ ხუმრობები, გიფები, მემეები და სათამაშოც კი სახელად sad Keanu. კინოვარსკვლავის სევდა სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგნად იქცა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილმ მატრიცას შემნელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი.

„კიანუ არ არის უჟმური ან მოსაწყენი ადამიანი. მას არ აქვს ვარსკვლავური დაავადება, ის ძალიან კომუნიკაბელურია, ყოველთვის იმსახსოვრებს თუნდაც უმნიშვნელო ადამიანების სახელებს, ესალმება და ესაუბრება უბრალო პერსონალს.

ერთხელ მატრიცას ერთ-ერთი სერიის გადაღებისას შეიტყო, რომ დეკორაციების უბრალო მუშას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მის ოჯახს ძალიან უჭირდა ეკონომიურად. კიანუც ადგა და ამ მუშას 20 ათასი დოლარი აჩუქა ახალ წელს.“ - წერდა ის.

უბრალოებით არაერთხელ გაუოცებია რივზს საზოგადოება, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ნამდვილ ინტერნეტ ჰიტად იქცა იუთუბზე გავრცელებული ვიდეო, რომელიც მეტროში ჩუმად არის გადაღებული ტელეფონით და რომელზეც ჩანს როგორ უთმობს კიანუ რივზი სკამს ფეხზე მდგომ მგზავრს.



ჯენიფერი ორსულობისას

ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათს

კიანუს რეაქცია sad Keanu-ს ნახვისას

sad Keanu

sad Keanu

sad Keanu - ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათს

sad Keanu - ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათს

sad Keanu - ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათს
კომენტარი     ბეჭდვა  

irish2016-04-11 15:23:27
:* :* :*

....წვიმა....2016-04-11 22:43:25
აი , კაცი!

....წვიმა....2016-04-11 22:45:22
ყველა საუკეთესო თვისებით შემკული.

ესეთი ადამიანები აკლია სამყაროს, ისინი იმახურებენ ბედნიერებას.

irish2016-04-12 01:37:41
ისეთი ცდუნების გათვალისწინებით რასაც ვარსკვლავური ცხოვრება ქვია,ნამდვილად აღნიშვნის ღირსია

2016-04-12 18:11:38
სულ წარსულით ცხოვრება Uკვე დეგრადაციის ნიშანია,
სამწუხაროდ :((((

2016-04-12 18:12:02
KეთIლშOბილია

ზურა ფანცულაია2016-04-14 09:22:21
არაფრის არ მჯერა რაც აქ წერია,17 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ასეთი ადამიანი უბრალოდ ფანტასტიკაა რომ იყოს ამერიკელი..ამათ სუფთა პირუტყვული მენტალიტეტი აქვთ...შეიძლება არიან გამონაკლისები 10 მილიონში ერთი.

ლევანი2016-04-14 16:23:31
ამერიკაში ადგილის დათმობა მეტროში დიდი ადამიანობის გამოვლინებაა???უბრალო ადამიანური მოვლენა მეგონა და არა დიდი სიკეთე.

77772016-04-15 17:37:39
კი მთელ მსოფლიოში სიკეთეა, ვინმემ თავისი წილი დაგითმოს რამე. ეგ საქართველოშია გამოგონილი ვალდებულებების დასტა, რამაც ამ ხალხს მადლიერების გრზნობა დააკარგინა

ქეთი2016-04-20 05:05:34
ამერიკელებმა საერთოდ არ იციან არც სიყვარული არც პატივისცემა, რობოტები არიან. საბწოთა კავშირის დროს ესეთები იყვნენ რუსებიც.შადაც მე ვმუშაობდი რუსები იყვნენ ტანამდებობებზე, ყინულივით ხალხი. იმხელა კაცები სენდვიჩს ჭამდნენ შესვენებაზე(თავის მაგიდასთან, სახლიდან მოტანილს), კაფეში არ წამდნენ ეკონომიას ვაკეთებთო. Eხლა ამერიკაში ვარ 15წელია და აქაც საზოზღარი ხალხი. უბრალოდ სამუშაოა და ფული. Dიდი ძლიერი ქვეყნის ხალხი გაამაყებულები არიან და ყველას ზევიდან უყურებენ, ეს ფაქტია.

წყალი2016-04-21 04:26:44
ზურა ფანცულაია და ქეთი. თუ ასეთი პირუტყვული მენტალიტეტის და საზიზღარი ხალხია ეგ ,,საცოდავი,, ამერიკელები, რატო ზიხართ მანდ? ჩამოდით და აქ იცხოვრეთ,ამ ,,ბედნიერ,, და ,,ჰუმანოიდებით,, დასახლებულ ქვეყანაში.

Savion2016-04-26 21:25:05
Wow, you are so knewledgoable, I wouldn't even know what a button hook is. Another great treatment for leather is Patchouli oil, it smells bloody lovely too. Dried out leather never puts me off, it can always be fixed. You look like a green goddess in that dress. xx

Ella2016-04-26 22:39:49
This is crsyatl clear. Thanks for taking the time!

Midwood ny2016-05-06 13:52:50
სიკეთე და ამერიკელი)))უბრალოდ შეუთავსებელი განმარტებებია!ესენი არიან uრჯულო ,გაპიარებული პიrუტყვები.

2016-06-16 00:49:53
მაგარი ტიპია ყველაპრიტ,როგორც მსახიობი ნდა როგორც პიროვნება.....ტრაგიკული ცხოვრებიტ....უბრალოდ დაპიქრდიტ,მაც 15 წელია ცოლი არ მოუყვანია...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი