სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

"მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდიო" - ასე ჩაწერა ოდრიმ თავის მემუარებში

"მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდიო" - ასე ჩაწერა ოდრიმ თავის მემუარებში და ისიც გაანდო პუბლიკას, რომ ბავშვობაში იგი ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა იყო. მისი ერთადერთი სიხარული კი შოკოლადი გახლდათ. ეს კი ძალზედ აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა.

ძილის წინ გოგონა გამუდმებით კითხულობდა ბიბლიას და ფიცს დებდა უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იქნებოდა გამხდარი და ნაზი!

მას საბოლოოდ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა, როცა გაიზრდებოდა, მისი წონა 46 კილოგრამზე მეტი არასოდეს უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით უკიჟინებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა იყოს და ოდრიმ ეს ფიცი აბსოლუტური სიზუსტით შეასრულა...

თვით ხანდაზმულ ასაკშიაც კი იგი მხოლოდ 50 კილოგრამამდე იწონიდა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100