მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

უიტნი: აღმასვლიდან დაცემამდე (ვიდეო)  

თავისუფლება არ არის ღირებული თუ არ ხარ თავისუფალი შეცდომების დაშვებაში  

"დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება" - კიანუ რივზის ტრაგედია  

ვინ არის გიგა პაპასკირი?  

ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
რატომ იკლავდა სტალინის ვაჟი თავს და რა რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე მამას?
დრონი.ჯი
16:30 11.01.2016

სტალინის უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი ყველა დროის მსოფლიო ლიდერთა უიღბლო შვილების ათეულში შეიყვანეს.

„ის ბელადის უფროსი შვილი იყო და მიმის სიმპათიებით ვერ სარგებლობდა. უფრო მეტიც ერთხელ იაკობმა თავის მოკვლა სცადა, რევორველით გულის არეში ტყვია დაიხალა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. სტალინმა კი შვილს ამის გამო მხოლოდ დასცინა, მამას სასაცილოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ შვილმა ტყვია მიზანში ვერ მოარტყა.

სტალინის საქვეყნოდ ცნობილი ფრაზა „ჯარისკაცს ფერლმარშალში არ გავცვლი“ სწორედ იაკობზე იყო ნათქვამი. ეს სიტყვები სტალინმა მაშინ თქვა როდესაც ჰიტლერი ტყვედ ჩავარდნილი იაკობის ნაცვლად ფელდმარშალ ლაულიუსას ითხოვდა.“ - წერენ რუსული გამოცემები.

იაკობი 1907 წლის 18 მარტს დაიბადა, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაჯში. დედა — კატო სვანიძე, იმავე წელს გარდაიცვალა ტიფით და ვინაიდან მამა — იოსებ ჯუღაშვილი ფაქტიურად სახლში არასდროს იმყოფებოდა, ბავშვი დეიდის ოჯახში იზრდებოდა.

მას შემდეგ, რაც იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი გახდა, მან მოსკოვში ბინა მიიღო. ამ დროს იაშაც, როგორც მამა ეძახოდა, მოზრდილი ბიჭი იყო და სტალინმა გადაწყვიტა შვილი მოსკოვში წამოეყვანა და მისთვის განათლება მიეცა.

მოსკოვში იაკობის გადმოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ქვეყნის პირველ პირს წარმოედგინა — იაკობმა, მოსკოვში გადმოსვლისას რუსული ენა თითქმის საერთოდ არ იცოდა და სასწავლო კურსს ჩამორჩა, რის გამოც გარკვეულწილად სწავლაზე გული აიცრუა, 1925 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ კი ინსტიტუტში ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ცოლის შერთვა გადაწყვიტა, 18 წლის იაკობის რჩეული 16 წლის ზინაიდა (ზოია) გუნინა გახდა. სტალინი იაკობის დაქორწინების წინააღმდეგი იყო, რის გამოც მამა-შვილის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, იაკობმა თავის მოკვლა სცადა და ცეცხლსასროლი იარაღი მკერდში დაიხალა, საბედნიეროდ ტყვია გულს რამდენიმე მილიმეტრით აცდა და იაკობიც სავადმყოფოში მოხვდა საიდანაც სამ თვეში გამოწერეს.

მომჯობინების შემდეგ იაკობმა განზრახვაზე ხელი მაინც არ აიღო, მამისგან მალულად, დედინაცვლის ნადეჟდა ალილუევას დახმარებით ზოიასთან ერთად ლენინგრადში გაიქცა, სადაც ნადეჟდას ნათესავები დახვდნენ და წყვილს დაბინავებაში დაეხმარნენ. იაკობმა ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა, თუმცა მისი შემოსავალი ოჯახს არ ყოფნიდა და თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ. 1929 წლის დასაწყისში, ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ელენა დაარქვეს, ამავე წლის ოქტომბერში, რვა თვის პატარას პნევმონია დაემართა და გარდაიცვალა.

ბავშვის გარდაცვალებამ ძლიერი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ოჯახზე, იაკობმა და ზოიამ ურთიერთობები ვეღარ დაალაგეს და დაშორდნენ. იაკობი საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნდა. ზოიას შემდეგ ის კიდევ 2 ჯერ იყო დაქორწინებული.

რაც შეეხება სამხედრო კარიერას, ის იაკობმა 1937 წელს დაიწყო, როდესაც ოფიცრობა გადაწყვიტა და მოსკოვის საარტილერიო აკადემიის საღამოს გაყოფილებაში ჩააბარა.

1941 წელს ის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. ამ პერიოდში მან მამასთან ურთიერთობა გამოასწორა.

1941 წლის 23 ივნისს უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშილი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. ის მე-20 არმიის მე-7 მიკროკორპუსის მე-14 სატანკო დივიზიის მე-14 საზენიტო პოლკის მე-6 საარტილერიო ბატარეას მეთაურობდა.

1941 წლის 7 ივლისს იბრძოდა ბელორუსიაში, ქალაქ სენოს მისადგომებთან და სხვა მებრძოლებთან ერთად სამთავრობო ჯილდოზე იყო წარდგენილი. რამდენიმე დღეში მე-16, მე-19 და მე-20 არმიის ნაწილები გერმანელებმა ალყაში მოაქციეს.

1941 წლის 16 ივლისს, იაკობი გერმანელებმა ვიტებსკთან ახლოს, ლიაზნოს რაიონში ტყვედ აიყვანეს. იგი თავიდან ბავარიის სამხრეთში, ქალაქ ჰამელბურგის მახლობლად ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ, 1942 წლის გაზაფხულზე ლიუბეკში, მცირე ხნის შემდეგ კი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკ А-ში ჰყავდათ მოთავსებული.

1943 წლის 14 აპრილს დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში ის ბანაკში დახვრიტეს, მისი საფლავი ცნობილი არ არის.



იაკობ ჯუღაშვილი
კომენტარი     ბეჭდვა  

2016-01-12 15:45:05
"ფერლმარშალი... ლაულიუსა"....
თქვენი დედები მ-ნ.

იორამი2016-01-12 19:53:34
დელეტანტის დაწერილია

zizi2016-01-13 14:43:01
Shvili ar daindo da qartvel aristokratebs daindobda?

Bატონი Bიძინა2016-01-13 23:05:36
"ის ურჩევნია მამულსა......!!"- ეს, სწორედ ის შემთხვევაა

კუტაისელი2016-07-09 18:17:00
ლაულიუსა ვინ ჯანდაბაა პაულიუსი ტკვე ჰემის ტრამპა ცუმპებო

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი