სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ იყო პირველი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში?

პირველი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში გახლდათ ავერილ ჰარიმანი (სურათზე მარჯვნივ ) „ჰარიმანი და კომპანიის“ დამფუძნებელი და ჭიათურის საბადოს კონცესიის მფლობელი 1925-1928 წლებში.

ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით საქართველოში შემოვიდა პირველი ამერიკული ინვესტიცია და ინვესტორი.

1926 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის სათათბიროს ყოფილ წევრს მავრიკი მენდელს წერდა: ,,1920 წელს, მანგანუმის საქმესთან დაკავშირებით ინგლისში ჩავედი და საქართველოში ამერიკელი კაპიტალისტი ჰარიმანი წავიყვანე, რომელიც ჭიათურის მანგანუმის საქმეში კონცესიას დაეუფლა.”

„ჰარიმანი და კომპანიის სავაჭრო სახლმა“- საბჭოთა კავშირის მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის საბადო „ჰარიმანი და კომპანიას“ ოცი წლის ვადით გადაეცა.

1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ „ჰარიმანი და კომპანიას“ ხელშეკრულება გაუუქმა და საწარმო გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებას.

ავერილ ჰარიმანის ბიოგრაფია მრავალფეროვანია, იგი იყო როგორც ინვესტორი, მეწარმე, ასევე დიპლომატი და საერთაშორისო მოღვაწე. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის ელჩი რუსეთში, მოგვიანებით ბრიტანეთში, “მარშალის გეგმის” კოორდინატორი, პრეზიდენტ კენედის და ლინდონ ჯონსონის საერთაშორისო მრჩეველი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100