სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისი ოდითგანვე ჭორების ქალაქი იყო“ - სახალისო ისტორია ლეგენდარული ქართველი მსახიობის ცხოვრებიდან

უმშვენიერესმა მედეა ჯაფარიძემ და რეზო თაბუკაშვილმა იქორწინეს.

სტუმრები დღის ოთხი საათისთვის ჰყოლიათ დაპატიჟებული, მაგრამ სასიძოს აუჩემებია და, დილაადრიან მოუწერიათ ხელი – ხომ იცით ქალების ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო.

დრო ჰქონდათ და მედეამ და მისმა მეჯვარემ საპარიკმახეროში გადაწყვიტეს შესვლა. იქიდან რომ გამოსულან, კიდევ ოთხი საათი იყო დარჩენილი სტუმრების მოსვლამდე.

ამ დროს საშინელი წვიმა წამოვიდა. გოგონებს სადარბაზოში შეუსწრიათ, მხოლოდ რეზო გალუმპულა. წვიმაში იდგა და იძახდა – რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო.

შემდეგ დროის გასაყვანად ყველანი კინოში შევიდნენ. მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო. კინოდან ტირილისგან დასიებული თვალებით გამოვიდნენ. მექორწილეები შუა რუსთაველზე მოდიოდნენ და ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში. საწყალი რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე მშობლებს სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ ქვითინებდნენო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100