მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
სარეკლამო ადგილი - 5
200 x 120
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

"დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება" - კიანუ რივზის ტრაგედია  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით  

თავისუფლება არ არის ღირებული თუ არ ხარ თავისუფალი შეცდომების დაშვებაში  

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი  

რატომ იკლავდა სტალინის ვაჟი თავს და რა რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე მამას?  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 

საახალწლო შეთავაზება პრემიუმ აღჭურვის სპორტიჯზე 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
ვინ არის გიგა პაპასკირი?
რუსკა კრაწაშვილი
17:24 06.08.2014

გიგა პაპასკირის მიქსები ქართველ მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და იუთუბზე ნახვების რაოდენობებით თუ ვიმსჯელებთ დღეს მისი მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

გიგას რემიქსებიდან განსაკუთრებული პოპულარობა და მსმენელის სიყვარული რეი ჩარლზის "დედა"-ს პაპასკირისეულმა ვერსიამ მოიპოვა. ეს ტრეკი მთელ საქართველოს მოედო და გადაცემის ფონად "ნანუკას შოუმაც" კი გამოიყენა. "დრონი.ჯი" ცნობილი ტრეკების ავტორს, გიგა პაპასკირს გაგაცნობთ. ახალგაზრდა დიჯეიმ ჩვენთან საუბარში საკუთარ პიროვენაზე, მუსიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

-გიგა, პირველ რიგში შენი თავი გაგვაცანი. რამდენი წლის ხარ, სად სწავლობდი და რითი ხარ დაკავებული მუსიკის კეთების გარდა?

-მე 23 წლის ვარ, თავისუფალ დროს მუსიკას ვაკეთებ. ამის გარდა სამსახური მაქვს, აუდიტორულ კომპანიაში ვმუშაობ აუდიტი ვარ. ტექნიკური უნივერსიტეტიც ამ განხრით მაქვს დამთავრებული.

-როდის დაიწყე მუსიკის კეთება და რატომ დაინტერესდი ამ სფეროთი?

-დავიწყე 2007 წელს. თავიდან საერთოდ არ ვუსმენდი ელექტრონულ მუსიკას, შემდეგ ჩემმა მეგობარმა მომასმენინა და ძალიან მომეწონა. 2008 წელს უკვე პირველი ტრეკი დავწერე. 2010 წელს რეი ჩარლზის სიმღერის რემიქსი გავაკეთე და დრემდე ვაკეთებ მუსიკას.

-რეი ზარლზის რემიქსით გაგიცნო სწორედ ხალხმა, ამის გარდა სულ რამდენი ტრეკი გაქვს და რომელი გიყვარს გამორჩეულად?

-სულ დაახლოებით 60-მდე ტრეკი მაქვს. ამათგან ჩემი დაწერილებიც არის. საკუთარი დაახლოებით 40 მუსიკაა, რემიქსები კი 20. გამორჩეულად კი რა თქმა უნდა რეი ჩარლზის რემიქსი მომწონს.

-შენი ეს მუსიკა "ნანუკას შოუმაც" გამოიყენა.

-"ნანუკას შოუში" ამ სიმღერით საახალწლო გადაცემაში მიმიწვიეს, შემდეგ მეორე გადაცემაშიც მოვხვდი. ამის შემდეგ კი ჩემი მუსიკა ყველა გადაცემის ფონად გამოიყენეს.

-გარდა სამსახურისა და მუსიკის კეთებისა, რომელიმე კლუბში თუ უკრავ?

-როგორც რეზიდენტი დიჯეი არც ერთ კლუბში არ ვუკრავ. ძირითადად კორპორატიულ საღამოებზე მიწვევენ. ასევე შოუებზე და ფესტივალებზეც გამოვდივარ.

-თუ აპირებ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმოღვაწეო და გაიტანო შენი მუსიკა?

-შემოთავაზება მქონდა, თუმცა არ დავთანხმდი. საქართველოში დარჩენა ვამჯობინე, თანაც პირად ცხოვრებაში გეგმები მაქვს, დაოჯახებას ვაპირებ.

-ინტერვიუს დასასრულს, შენ სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბრო. რა გეგმები გაქვს მუსიკის კუთხით?

-ვაპირებ გავაგრძელო მუსიკის წერა, მუშაობა ახალ ტრეკებზე. "სანო სტუდიაში" ალბომს ვწერ. ჩემ მუსიკაზე ცნობილი ქართველი მომღერლები იმღერებენ. ეს მომღერლები არიან თიკა ჯამბურია, ბექა ბროლაძე, მეგი გოგიტიძე, კახი კუხიანიძე და სხვები. საერთოდ ძალიან მიხარია, რომ ჩემ მუსიკას საკმაოდ დიდი ნახვები და კარგი გამოხმაურება აქვს. "იუთუბზეც" უარყოფითი კომენტარები არასდროს მინახავს. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი