სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს...

1989 წლის 9აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა.

დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგევარ ,თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ. როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა.ვხედავ,ხალხი მორბის თეატრისკენ, მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი .ზოგს თავი ქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი, მაგრამ საინტერესო ის არის ,რომ უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსაცმელ შემოხეული; შემდეგ ავიყვანე მცირე დარბაზში და ვუთხარი, რომ არავინ ქვემოთ აღარ ჩასულიყო, ყველანი ზემოთ ყოფილიყვნენ .

წამოვიდა ჯარი ერთ კედლად ჩაფხუტებით და ფარებით, სახე არ ჩანს ,მე ვდგევარ ქუჩაში და ვუყურებ -მოდიან .მოვიდნენ ჭიშკართან, გაჩერდნენ და დავინახე პატარა, რუსი ბიჭები შეშინებული თვალებით, ა ,ესე შეშინებული თვალებით იყურებოდნენ და ამ დროს გაიცა ბრძანება -“ზაკრიც ვაროტა“ ,ჩვენც დავკეტეთ ჭიშკარი და მსახიობები აი აქ ,თეატრის ეზოში შევიკუჭეთ. შემდეგ გვესროლეს ცრემლსადენი ყუმბარა ერთი, რომ დავშლილიყავით, შემდეგ მეორე გვესროლეს. ცოტახანში მოვიდნენ რუსი კაგებეშნიკები და გვითხრეს, რომ თქვენ აქ ხალხს მალავთო, ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სცენა,- კი ბატონო მობრძანდით, ნახეთ... არა და ხალხი ჩვენ ზემოთ მცირე სცენაზე გვყავდა დამალული. როდესაც გათენდა, გავაღეთ გარდირობი, დავურიგეთ ხალხს ტანსაცმელი ,ფეხსაცმელი და გავუშვით სახლებში. მე ვფიქრობ ,რომ ეს დღე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდი "მახინა", ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა -დაიმსხვრა... იწყება რაღაც ახალი, არ ვიცი როგორი, მაგრამ ახალი. ყოველთვის რთული და მტკივნეულია ეს ახალიც, იქნება ისეთი, როგორებიც ჩვენა ვართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100