სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს წერილი რონალდ რეიგანმა საკუთარ ვაჟს ქორწილის წინ მისწერა

შშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ვიდრე მისი ვაჟი მაიკლი დაქორწინდებოდა, შვილს წერილი მისწერა. კარგი იქნებოდა, ყველა ბიჭი იმ ყველაფერს გაითვალისწინებდეს, რაც რეიგანმა შვილს ურჩია.

მაიკლ რეიგანს მანჰეტენის სანაპირო, კალიფორნიის შტატი 1971 წლის ივნისი.

ძვირფასო მაიკ,

წერილს თან მოჰყვება ის, რაც ადრე ვახსენე. ალბათ, შემეძლო, ამაზე შევჩერებულიყავი, თუმცა ეს არ მსურს.

შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები "უიღბლო ქორწინების" შესახებ. ალბათ, ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.

ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს.

არად, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.

ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.

დარწმუნებული ვარ, იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს, შეგწევს თუ არა ძალა, მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ, შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა, დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე... აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.

კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს, დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები, ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს, უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.

მაიკ, შენ სხვებზე უკეთ იცი, რას ნიშნავს სახლი, სადაც უბედური ადამიანები ცხოვრობენ და რა შეუძლია მოუტანოს ამან სხვებს.

დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.

სიყვარულით, მამა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100