ვიქტორ იანუკოვიჩის ახალგაზრდობის შეცდომები და აპოლიტიკური ბიოგრაფიის დეტალები

ვიქტორ იანუკოვიჩიუკრაინელი პოლიტიკოსი და სახელმწოფო მოღვაწე, უკრაინის პრეზიდენტი 2010 წლიდან. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2002-2004 და 2006-2007 წლებში, დონეცკის გუბერნატორი 1997-2002 წლებში. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ვიქტორ იუშენკოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე-კანდიდატი. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 48,95% და არჩეული იქნა უკრაინის პრეზიდენტად.

დაიბადა 1950 წლის 9 ივლისს, საბჭოთა მუშების ოჯახში, მიიღო უმაღლესი განათლება. დამთავრებული აქვს დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით) და უკრაინის ვაჭრობის აკადემია. არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

მის ბიოგრაფიაში არის ე.წ. ახალგაზრდული შეცდომები. ნასამართლევია ორჯერ, 1967 წელს - ქურდობისთვის, 1970 წელს სხეულის საშუალო სიმძიმით დაზიანებისთვის. ოფიციალურად ნასამართლევობა მას დიდი ხნის წინ მოეხსნა, თუმცა პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავებისას, იანუკოვიჩმა ეს შეცდომები თავადაც ახსენა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ცოლი ლუდმილა დიასახლისია. უფროსი შვილი ალექსანდრე წარსულშში ექიმი სტომატოლოგი გახლდათ, ახლა კი ბიზნესმენია. უმცროსი ვაჟი კი უკრაინის პარლამენტის V, VI და VII მოწვევის პარლამენტის წევრია.

კომენტარი