სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი

ერთხელ თემობაში აკაკის ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო - რა. პოლიციელმა თურმე შენიშნა და წაავლო ხელი ჯიბგირს.

მწერალმა, რომ დამფრთხალი და შეშინებული ახალგაზრდა ქურდი დაიანხა, შეეცოდა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა: „შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვები მეთქი! რათ იცი ხოლმე ჩემს ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი, რომ არ წაიკითხო არ იქნება? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოეწსრები სხვებთან ერთად წაკითხვასო!“ ეს რომ პოლიციელმა გაიგონა, იფიქრა: „ალბათ, ვინმე კარგი შეხუმრებული ნაცნობი ყოფილაო“ ბოდიში მოუხადა და გაუშვა ჯიბგირი.

რამდენიმე წლის შემდეგ მწერალს ბარათი მიუვიდა: „დიდი ხანია, რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და იბეჭდება ყველას ვკითხულობ. თქვენ, რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე მე ხელი ავირე ჩემ პირვანდელ ხელობაზე, შევისწავლე წიგნების კინძვა, მეყდე გახლავარ და თუ ინებებთ, წიგნებს ნახევარ ფასად შეგიკინძავთო.

(წყარო: აკაკის ნაკვესები)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100