რა ახდენს გავლენას სპერმის ხრისხზე?

შეფილდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც ტელევიზორთან საშუალოდ 20 საათს ატარებენ სპერმატოზოიდების რაოდენობა 44%-ით უმცირდებათ.

მეცნიერები ურჩევენ მამაკაცებს, რომ ბევრი იმოძრაონ, რადგან ხშირად ჯდომა მათ რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს. მკვლევართა განმარტებით კვირაში 15 წუთი ვარჯიში მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზოიდების რაოდენობას 73%-ით ზრდის.

3 წლიანი კვლევის განმავლობაში მეცნიერები 18-22 წლამდე ასაკის 189 მამაკაცს აკვირდებოდნენ. შედეგად დაგინდა, რომ მამაკაცის სპერმის ხარისხზე ასევე გავლენას ახდენს, სტრესი, ცუდი კვება და მოწევა.

გარდა ამისა, გამოკვლეულ იქნა 939 დაბალი ხარისხის მქონე სპერმისა და 1310 ხარისხიანი სპერმის მქონე მამაკაცი და დადგინდა, რომ სხეულის წონა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები სპერმის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

კომენტარი