სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერები მზეზე სუპერშტორმს ელოდებიან

მეცნიერები მზეზე სუპერშტორმს ელოდებიან. დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მეცნიერებმა გამოთვალეს, რა შეიძლება მოხდეს მზეზე მასშტაბური ცვლილებების შემთხვევაში.

მათი ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი შტორმი ჩვეულ აფეთქებებზე ძლიერი იქნება, დაირღვევა სატელიტების მუშაობა, გაითიშება მობილური სატელეფონო კავშირი.

სუპერშტორმი ხელს ავიარეისების განხორციელებასაც შეუშლის,რაც მსოფლიოში ავიაკოლაფსის მიზეზი გახდება.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ზუსტი თარიღი, როდის მოხდება მზეზე სუპერშტორმი, უცნობია, თუმცა დედამიწა ასეთი შემთხვევისთვის მზად უნდა იყოს და ალტერნატიული გზები უნდა ჰქონდეს შემუშავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100