სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყუილი ჯანმრთელობისთვის მავნებელია

ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ტყუილი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

მეცნიერებმა ათდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობას 110 ადამიანი იღებდა და მათი ასაკი 18-დან 71 წლამდე მერყეობდა.

ადამიანები, რომლებიც ნაკლებად იტყუებოდნენ, შედარებით მშვიდად გრძნობდნენ თავს და სისხლის შემცველობაში სტრესის ჰორმონების ნაკლებობა აღინიშნებოდა. შედეგად მათ შედარებით იშვიათად ტკივდებოდათ თავი და კისრის მიდამოები. მათ გარშემომყოფებთან ურთიერთობის აწყობა არ უჭირდათ.

პროფესორი ანიტა კელი იუწყება, რომ ადამიანი კვირის განმავლობაში საშუალოდ თერთმეტჯერ იტყუება.

ექსპერიმენტის „მატყუარა“ მონაწილეები კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავად აღნიშნავდნენ და ამ ყოველევეს ტყუილით გამოწვეულ სტრესსა და დაძაბულობას აბრალებდნენ.

მეცნიერების თქმით, ტყუილი ისეთივე მავნე ჩვევაა, როგორც ალკოჰოლდამოკიდებულება და თამბაქოსადმი ლტოლვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100