სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2300 წლისთვის ნიუ იორკს წყალი დაფარავს...

მეცნიერები, რომლებიც მსოფლიო კლიმატს შეისწავლიან, მივიდნენ საკმაოდ „საშიშ“ დასკვნამდე.

კვლევებმა დაადგინეს რომ მომავალი ასი წლის მანძილზე მსოფლიო ოკეანეს დონე საგრძნობლად მოიმატებს და ამ ფაქტორს კაცობრიობის მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე ვაღარ უშველის. შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება, რადგან იგი უკვე დაიწყო!

მეცნიერები აპოკალიფსის სურათს ხატავენ: 2300 წლისთვის მსოფლიო ოკეანის დონე ოთხი მეტრით მოიმატებს. ეს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის დამღუპველი აღმოჩნდება. მაგალითად ნიუ იორკისთვის დამღუპველი იქნება ზღვის დონის თუნდაც ერთი მეტრით მომატება. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე განსაკუთრებული დაკვირვებები მიმდინარეობს.

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც განლაგებულია ნიუ იორკი, ბალტიმორი, ფილადელფია და ბოსტონი, წყლის დონის მატება ოთხჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რაიონებში.

მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ საშუალებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ამ საფრთხის თავიდან აცილება. მომავალი სამი ასწლეულის მანძლზე მსოფლიო ოკეანის დონე კაცობრიობისთვის საშიშ ზღვარს მიუახლოვდება და მასთან გამკლავება შეუძლებელი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100